ათინაურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი და ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური ფორმის ან მომრგვალო, ღია მწვანე ფერის. რბილობი წვნიანია.

ათინაური ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.6-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.0-9.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 20