ათარის წმინდა გიორგის ეკლესია
ათარის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ ათარაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია არის მოზრდილი დარბაზული ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. დასავლეთიდან აქვს კარიბჭე. შენობას გადახურვა ჩამოქცეული აქვს. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.