ათანასე (წმინდანი)
დიდმოწამე ათანასე (III-IV სს.) - რომაელი წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 18 ივლისი, ახალი სტილით 31 ივლისი. წმინდა მოწამეების სერგისა და ბაქოს (ხს. 7 ოქტომბერი) მეგობარი. ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის მაქსიმიანეს (224-305 წწ.) დროს ეპარქის თანამდებობაზე დანიშნეს და ეგვიპტეში განამწესეს, სადაც მალე მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარებისათვის სამსჯავროს გადასცეს, იმ იმედით რომ წმინდა ათანასე "გონს მოვიდოდა". მმართველმა კლისმაში (წითელ ზღვაში) გაგზავნა იგი და ქრისტიანული ტაძრების დახურვა უბრძანა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა ათანასემ კი ტაძარში დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული, როდესაც მომხდარი მმართველმა გაიგო დიდხანს შეაგონებდა ნეტარ ათანასეს რომ განდგომოდა ქრისტეს, მაგრამ ბოლოს როდესაც იხილა წმინდანის მოუდრეკლობა, მჯისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ლიტერატურა
რედაქტირებაწმინდანთა ცხოვრება, ტ. III, თბ. 2001 წელი, გვ., 72