ათანასე აღმსარებელი
ათანასე აღმსარებელი (გ. 821) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 თებერვალი, ახალი სტილით — 6 მარტი.
ათანასე აღმსარებელი | |
---|---|
გარდაიცვალა | 821 |
ხსენების დღე | ახ. სტილით — 6 მარტი ძვ. სტ. (22 თებერვალი) |
ათანასე დაიბადა კონსტანტინეპოლში. მას ბავშვობიდანვე სურდა თავი უფლისთვის მიეძღვნა. როცა სრულწლოვანი გახდა, ნიკომედიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერში წავიდა. მისი მსახურების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მმართველობისას მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი ათანასე აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ათანასე აღმსარებელი გარდაიცვალა 821 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.