აზოვის ისტორიულ-არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

აზოვის ისტორიულ-არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (რუს. Азовский историко-археологический и палеонтологический музей-заповедник) — მუზეუმი ქალაქ აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუზეუმი სამხრეთ რუსეთში და პალეონტოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მდიდარი მუზეუმი სამხრეთ რუსეთში. მუზეუმი დააარსა 1917 წლის 17 მაისს მიხეილ არონის ძე მაკაროვსკმა. მუზეუმში მუშაობს 168 თანამშრომელი, რომელთაგან 29-ს აქვს ხარისხი[1]. მუზეუმის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო საქმიანობებში, პუბლიკაციებს აქვეყნებენ ჟურნალებში[2].

აზოვის ისტორიულ-არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმის შენობა
47°06′42″ ჩ. გ. 39°25′25″ ა. გ. / 47.1118000° ჩ. გ. 39.4236389° ა. გ. / 47.1118000; 39.4236389
დაარსდა 17 მაისი, 1917;
მეორედ - 1937;
მესამედ - 1960
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა აზოვი
ვიზიტორები 201 000[1]
დირექტორი ანატოლი გორბენკო[1]
ოფიციალური საიტი str_index/getchar - unknown code "*www.а*" str_index/getchar - unknown code "*www.аз*" str_index/getchar - unknown code "*www.азо*" str_index/getchar - unknown code "*www.азов*" str_index/getchar - unknown code "*www.азовс*" str_index/getchar - unknown code "*www.азовск*" str_index/getchar - unknown code "*www.азовски*" str_index/getchar - unknown code "*www.азовский*" -str_index/getchar - unknown code "*www.азовский-м*" str_index/getchar - unknown code "*www.азовский-му*" str_index/getchar - unknown code "*www.азовский-муз*" str_index/getchar - unknown code "*www.азовский-музе*" str_index/getchar - unknown code "*www.азовский-музей*" .str_index/getchar - unknown code "*www.азовский-музей.р*" str_index/getchar - unknown code "*www.азовский-музей.рф*"
Map

მუზეუმის პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1917 წლის მაისში აზოვის „სახალხო განათლების“ გაერთიანებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით, რომლებმაც მუზეუმს შესწირეს უძველესი მონეტები, მარკები, ზარბაზნის ყუმბარები, მაგრამ მალევე სამოქალაქო ომის წლებში მუზეუმი დაიხურა. 1937 წელს მუზეუმი მეორედ გაიხსნა, მაგრამ მისი კოლექცია მალევე დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და ქალაქის გერმანელთა მიერ ოკუპაციის გამო. ომის დასრულების შემდეგ მოსახლეობა შეეცადა მის აღორძინებას, მაგრამ მათი მცდელობა დაგვირგვინდა მხოლოდ 1960 წელს[3][4].

მუზეუმის შენობა

რედაქტირება
 
ქალაქის სამმართველოს შენობის სახურავი

1976 წლიდან მუზეუმის მთავარი კორპუსი მდებარეობს ყოფილ ქალაქის სამმართველოს სამსართულიან[5] შენობაში, რომელიც აგებულია 1892 წელს არქიტექტორ თეოდორე ჰაუზენბაუმის პროექტის მიხედვით[6].

მუზეუმის შენობა შემონახულია თავდაპირველი, XIX საუკუნის სახით. შენობა აგებულია ეკლექტიკის სტილში. დაახლოებით ასი წლის წინ შენობის მეორე სართულზე მდებარეობდა ქალაქის მთავრობა. შენობის პირველ სართულზე მუშაობდა მაღაზიები. შენობის ერთ ფრთაში განთავსებული იყო საქალაქო საზოგადოებრივი ბანკი, რომელსაც სათვეში ედგა მეორე გილდიის ვაჭარი კ. დაბახოვი. 1896 წელს, პეტრე პირველის მიერ აზოვის ციხესიმაგრის აღების 200 წლისთავთან დაკავშირებით შენობაში გაიმართა საზეიმო კრება, რომლის დასრულების შემდეგ პეტრეს სტილში გაიმართა საზეიმო ვახშამი.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში შენობაში მუშაობდა მუშათა და ჯარისკაცთა ბოლშევიკური საბჭო. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში, შენობაში განთავსებული იყო გერმანული კომენდატურა. გერმანელების წასვლის შემდეგ შენობა გადაეცა რაიონულ აღმასკომს, ასევე მასში განთავსდა პარტიის რაიკომი, სტამბა, მაღაზიები, უწყებრივი დაცვა.

შენობის მუზეუმისათვის გადაცემის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვს ლ. იზმაილოვს. 1966 წლის 13 ივლისს საქალაქო საბჭო გამოვიდა წინადადებით შენობა გადასცემოდა ისტორიულ-მხარეთმცოდნეობით მუზეუმს მრავალწლიანი არენდით. 1970 წლის 28 აპრილს შენობა მუზეუმის ბალანსზე გადავიდა. თავად მუზეუმი 1976 წელს განთავსდა შენობაში. ძალიან მალე შენობაში გაიხსნა საგამოფენო დარბაზები, ამჟამად მუზეუმში 22 მსგავსი დარბაზია.

მუზეუმის ფართობი: საგამოფენო-საექსპოზიციო — 2 852 მ², დროებითი გამოფენები — 580 მ², ფონდსაცავები — 1 896 მ², პარკი (ღია ცის ქვეშ) — 7,13 ჰა[1].

ექსპონატები და ფონდები

რედაქტირება
 
დინოტერიის ჩონჩხი აზოვის მუზეუმის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში

მუზეუმში დაცულია 340 765 ექსპონატი, საიდანაც 206 371 ინახება ძირითად ფონდში[1]. წლიურად მუზეუმი ივსება საშუალოდ 3 780 ექსპონატით[7].

მუზეუმის სიმბოლოს წარმოადგენს სტეპის მამონტის ჩონჩხი, რომელიც ცხოვრობდა 800-600 ათასი წლის წინ, გამყინვარებებს შორის პერიოდში. ეს არის ერთადერთი ჩონჩხი მსოფლიოში, რომელიც წარმოდგენილია სრული თავის ქალით[1]. ჩონჩხი აღმოაჩინეს 1964 წლის 11 დეკემბერს აზოვთან კაგალნიცკის ქვიშის კარიერთან.

მუზეუმის ფონდის თითქმის ნახევარს წარმოადგენს არქეოლოგიური ნივთები, რომელთა ნაწილსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოს მუზეუმებში. მსოფლიო მნიშვნელობისაა ახ. წ. I საუკუნის ყორღანის მასალები, რომელიც აღმოჩენილია როსტოვის ოლქის არქეოლოგიური ძიების შედეგად. ყორღანიდან წარმოდგენილია ოქროს ნივთები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, ცხენის აღკაზმულობის ნიშნები, იარაღი და სხვა.

მუზეუმის კოლექციაში საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი XIV საუკუნის სარწყავი კერამიკის ნიმუშები.

პალეონტოლოგიური კოლექცია ერთ-ერთი უდიდესია ჩრდილოეთ კავკასიაში (1 500 მეტი ექსპონატი). ყველაზე პოპულარული ექსპონატია სპილოს ჩონჩხი (სიმაღლე 4,5 მ), რომლის ასაკიცაა 600 ათასი წელი. ზოვის მუზეუმ-ნაკრძალსი ასევე დაცულია სხვა უნიკალური ექსპონატები — დინოტერიის ჩონჩხი, რომლის ასაკიცაა 7,5-8 მლნ. წელი[7]. მუზეუმის ფონდებში იშვიათი დიდი ცხოველების ნაშთები[8] და სოფელ სემიბალკში აღმოჩენილი პლეისტოცენის დროინდელი მცირე ძუძუმწოვრების ნაშთები[9][10][11][12].

ასევე დაცულია ძველი მომთაბარეების ცხოვრების ამსახველი ექსპონატები[3][4]. სულ ექსპონატებში წარმოდგენილია 20 000 ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთი: ოქროსვადიანი ხმლები, სამაჯურები. აქვეა დაცული რომაული ნივთებიც, ოქროს საიუველირო ნივთები, დამზადებული ბერძნულ-რომაული საიუველირო ხელოვნებით I-II საუკუნეებში.

მუდმივმოქმედი ექსპოზიციაა „აზოვი და აზოვისპირეთი XV—XVII საუკუნეებში“, რომელიც მოგვითხრობს აზოვის მხარის ერთ-ერთი დრამატული პერიოდის შესახებ, როდესაც იგი დაიპყრეს ოსმალებმა, ხოლო შემდეგ - დონის კაზაკებმა. ამ კოლექციაში წარმოდგენილია ხმლები, ქვემეხები, სხვადასხვა სახის იარაღი, რომლებიც აღმოჩენილია აზოვის მიმდებარე ტერიტორიებზე[13].

სამუზეუმო ნივთები დაცულია 35 სამუზეუმო ფონდსაცავში[7].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Музеи России : (комплекс., ист., естественно-науч., техн., отраслевые) : спpав. Ч. 4. М., 1993. С. 77;
  • Рычагова Е. Из глубины веков… // Азов. неделя. 2015. 26 марта. С. 10; Баранникова А. Музей для детей // Город N. 2014. 23 дек. С. 44;
  • Рычагова Е. Азовскому музею — 95 // Азов. неделя. 2012. 24 мая. С. 1, 4; Зекрач М. Хранитель истории // Приазовье. 2012. 23 мая. С. 12;
  • Рычагова, Е. От городской управы до музея/Е. Рычагова //Азовская неделя. — 2006. — 18 мая. — С. 1;
  • Семёнова С. В. Азовская диковина // Дон. временник. Год 2009‑й. С. 146—148;
  • Федотова Т. А. Азов и его музей //Там же. Год 2007‑й. С. 59-62; Боранова Г. Визитная карточка Азова // Приазовье. 2002. 16 мая. С. 4;
  • Кравцова Е. Хранители древностей // Новая азов. газ. 2002. 23 мая. С. 5; Высавская И. Музей открыл миру Азов // Азов. неделя. 2002. 16 мая. С. 1; Горбенко А. Азовский краеведческий // Приазовье. 1996. 18 мая. С. 7;
  • Дик Н. Сокровища кочевников Евразии: об экспозиции музея-заповедника /Н. Дик //Азов. — 2010. — № 3. (октябрь). — С. 12-13;
  • Боранова Г. Свидетель истории (история здания музея-заповедника)/Г. Боранова //Красное Приазовье. — 1984. — 14 августа;
  • Высавская И. Музей открыл миру Азов /И. Высавская //Азовская неделя. — 2002. — 16 мая. — С.1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის муз არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. Публикации научных сотрудников АМЗ в 2012 г.. Оф. сайт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-16. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  3. 3.0 3.1 „Азовский историко-археологический и палеонтологический музей-заповедник“. culture.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  4. 4.0 4.1 История. xn----7sbgnhcfidezs4b7a.xn--p1ai. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  5. Схема залов. Оф. сайт. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  6. История в сумерках. Портал культурного наследия России Культура.рф. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  7. 7.0 7.1 7.2 Коллекция. Оф. сайт. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  8. Животные, обитавшие около берегов Азовского моря
  9. Байгушева В. С. Новые данные о таманском фаунистическом комплексе из раскопа у села Семибалки (Приазовье) // Историко-археологические исследования в Азове и на Нижнем Дону в 1998 г. Азов, 2000. Вып. 16. С. 27-57.
  10. Рековец Л. И. Мелкие млекопитающие антропогена юга Восточной Европы. Киев: Наукова думка, 1994. 372 с.
  11. Tesakov A. S., Dodonov A. E., Titov V. V., Trubikhin V. M. Geological settings of small mammal faunas in the east of the Sea of Azov / Loess and Paleoenvironment. Abstr. and Guidebook. Moscow: GEOS, 2003. P. 60-61.
  12. В. С. Байгушева Археологические особенности палеонтологических местонахождений начала четвертичного периода
  13. турецкий азов. xn----7sbgnhcfidezs4b7a.xn--p1ai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-11. ციტირების თარიღი: 2017-01-10.