აზიმ აზიმზადეს სახლ-მუზეუმი
აზიმ ასლან ოღლი აზიმზადეს სახლ-მუზეუმი (აზერ. Əzim Əzimzadə ev-muzeyi) — მემორიალური მუზეუმი, რომელიც მიეკუთვნება აზერბაიჯანელ მხატვარს, გრაფიკოსს და კარიკატურისტს, აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის სახალხო არტისტს. განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქში, ქალაქ ბაქოში, დილარა ალიევას ქუჩა 157-ში. მუზეუმში გამოფენილია ნივთები (დოკუმენტები, ფოტოსურათები, ხელოვნების ნიმუშები), რომლებიც მიეკუთვნებოდა აზიმ აზიმზადეს.[2] მუზეუმის გახსნა მოხდა 1968 წელს. აზიმ აზიმზადეს სახლ-მუზეუმი შეიქმნა მომცრო ზომის ბინაში, რომელშიც ცხოვრობდა მხატვარი. წლების შემდეგ სახლი დანფრევის პირას იყო. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს დაკვეთით მოხდა ახალი შენობის აგება იმავე ადგილას. მუზეუმში ინახება მხატვართან დაკავშირებული 2000 ექსპონატზე მეტი.[3]
აზიმ აზიმზადეს სახლ-მუზეუმი | |
---|---|
აზერ. Əzim Əzimzadə ev-muzeyi | |
40°22′30″ ჩ. გ. 49°50′09″ ა. გ. / 40.37500° ჩ. გ. 49.83583° ა. გ. | |
დაარსდა | 1968 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
ოფიციალური საიტი | http://ezimzade.ev-muzeyi.az/[1] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20190624165036/http://ezimzade.ev-muzeyi.az/
- ↑ Сайт дома-музея Азима Азимзаде. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-06. ციტირების თარიღი: 2019-01-26.
- ↑ Что будет со снесенным домом-музеем художника Азима Азимзаде?