აზიზა აბდელ-ჰალიმი

აზიზა აბდელ-ჰალიმი (არაბ. عزيزة عبد الحليم) — ეგვიპტელ-ავსტრალიელი მეცნიერი, განმანათლებელი და ავსტრალიის მუსლიმ ქალთა ეროვნული ქსელის დამფუძნებელი.[1][2][3][4]

აზიზა აბდელ-ჰალიმი
მშობლიური სახელი არაბ. عزيزة عبد الحليم
დაბადების თარიღი ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა პოლიტიკოსი, მეცნიერი
რელიგია ისლამი
ჯილდოები ავსტრალიის ორდენი

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

აზიზა აბდელ-ჰალიმი დაიბადა ეგვიპტეში. მეორე მსოფლიო ომის დროს გაიზარდა ალექსანდრიაში. იგი აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკურ საკითხებში. კერძოდ, მონაწილეობდა მსვლელობაში, რომელიც გაიმართა ეგვიპტის მიერ კოლონიური ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, იყო ახალგაზრდა ეგვიპტის პარტიის (1933) წევრი), აქტიურად უჭერდა მხარს პალესტინის დამოუკიდებლობას. აზიზას ბიძა აბდელ-ჰალიმი დააპატიმრეს პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერის პოლიტიკის კრიტიკისთვის. ციხეში ყოფნისას განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.[5]

1970 წელს აბდელ-ჰალიმი ემიგრაციაში წავიდა ავსტრალიაში ქმართან და ორ შვილთან ერთად [6] 1973 წელს დაიწყო ჰიჯაბის ტარება სხვა მუსლიმი ქალების სოლიდარობის ნიშნად. ასევე მას სურდა განეცხადებინა: „მე ვარ მუსლიმი. თუ გინდათ შეიტყოთ მეტი ისლამის შესახებ, მე შემეკითხეთ.“ [7]

ავსტრალიაში აბდელ-ჰალიმი და მისი მეუღლე ასწავლიდნენ ინგლისურს, არაბულს და მუსლიმურ დამწერლობას. აზიზა იყო ეგვიპტის ისლამური საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. [8] აბდელ-ჰალიმმა და მისმა მეუღლემ შექმნეს ავსტრალიის მუსლიმ ქალთა ეროვნული ქსელი, რომლის საშუალებითაც აწყობდნენ ღონისძიებებს და პროექტებს მუსლიმი ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის, ასევე მათი შეხედულებების წარმოსაჩენად მედიისა და სამთავრობო ორგანიზაციების წინაშე. [9] აბდელ-ჰალიმი მრავალი წლის განმავლობაში იყო ხსენებული ორგანიზაციის პრეზიდენტი. ამჟამად ასრულებს მრჩევლის მოვალეობას. [10]

აზიზა აბდელ-ჰალიმი წერს ისლამის ასპექტების და ქალის როლის შესახებ. 1977 წელს მან დაწერა თავი წიგნისთვის Deliver Us from Eve, სადაც განხილული იყო ქალების როლი სხვადასხვა რელიგიაში. [11]

აბდელ-ჰალიმი ჩართული იყო მულტიკულტურული სატელევიზიო არხის SBS-ის გადარჩენის კამპანიებში. [12]

იგი იყო ჯონ ჰოვარდის მუსლიმთა სათემო ჯგუფის წევრი, ხელმძღვანელობდა მუსლიმ ქალთა ქვეჯგუფს, რათა მთავრობისთვის მუსლიმებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ რჩევები მიეცა. გაზეთმა The Australian [13] [14] იგი დაახასიათა, როგორც „ავსტრალიის ყველაზე გამოჩენილი მუსლიმი ლიდერი ქალი.“ [15] გარდა ამისა, აზიზა იკავებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის ქალთა მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობას, იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული ისლამური „დავა“-ს საბჭოს (RISEAP — Regional Islamic Dawah Council of South-East Asia and the Pacific) ვიცე-პრეზიდენტი და ავსტრალიურ-არაბული ურთიერთობების საბჭოს წევრი. [16]

2008 წელს ავსტრალიის მუსლიმ ქალთა ეროვნულმა ქსელმა გამოაქვეყნა იმიგრაციისა და მოქალაქეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული "სოციალური ერთობის, ჰარმონიის და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ აზიზა აბდელ ჰალიმის წიგნი, რომელიც მიზნად ისახავს „ისლამის სწორ ინტერპრეტაციას და გამოყენებას, რაც გავლენას ახდენს ავსტრალიელი მუსლიმი ქალების როლზე, პოზიციასა და უფლებებზე“. წიგნი მთელ ავსტრალიაში გავრცელდა სკოლების, უნივერსიტეტების, საჯარო ბიბლიოთეკების, მიგრანტების საინფორმაციო ცენტრების, სამთავრობო დეპარტამენტებისა და პოლიტიკოსების მეშვეობით. წიგნი 2008 წლის ივლისში გამოსცა საპარლამენტო მდივანმა მულტიკულტურული საკითხების და დასახლების სამსახურის დარგში ლორი ფერგიუსონმა.[17] [18]

ჯილდოები

რედაქტირება

1989 წელს აზიზა აბდელ-ჰალიმი დაჯილდოვდა ავსტრალიის ორდენით მუსლიმთა თემის, განსაკუთრებით ქალების წინაშე გაწეული სამსახურისთვის.[19]

2008 წელს მას მიენიჭა ავსტრალიის მუსლიმთა საზოგადოების ჯილდო 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამორჩეული საზოგადოებრივი/პროფესიული მიღწევებისთვის.[20]

  1. Ms Aziza Abdel-Halim AM en-us. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  2. Political Participation of Muslims in Australia Report, 2010, Centre for Research on Social Inclusion, Macquarie University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-21. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  3. Ms Aziza Abdel-Halim AM en-us. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  4. Political Participation of Muslims in Australia Report, 2010, Centre for Research on Social Inclusion, Macquarie University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 May 2017
  5. Hayward, Patricia; Buchanan, John (2007) HSC Studies of Religion. Australia: Macmillan Education AU, გვ. 164–167. ISBN 978-1420205480. 
  6. Australian Muslim Achievement Awards 2018. ციტირების თარიღი: 2020-12-04
  7. Hayward, Patricia; Buchanan, John (2007) HSC Studies of Religion. Australia: Macmillan Education AU, გვ. 164–167. ISBN 978-1420205480. 
  8. Hayward, Patricia; Buchanan, John (2007) HSC Studies of Religion. Australia: Macmillan Education AU, გვ. 164–167. ISBN 978-1420205480. 
  9. Political Participation of Muslims in Australia Report, 2010, Centre for Research on Social Inclusion, Macquarie University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-21. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  10. Contact Us - The MWNNA is a peak body representing a network of Muslim women's organisations and individuals throughout Australia.. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  11. Hayward, Patricia; Buchanan, John (2007) HSC Studies of Religion. Australia: Macmillan Education AU, გვ. 164–167. ISBN 978-1420205480. 
  12. Hayward, Patricia; Buchanan, John (2007) HSC Studies of Religion. Australia: Macmillan Education AU, გვ. 164–167. ISBN 978-1420205480. 
  13. New Initiatives Connecting Australia's Muslim Community. ციტირების თარიღი: 2007-03-21
  14. Australian Muslim Achievement Awards 2018. ციტირების თარიღი: 2020-12-04
  15. Muslim leader blames women for sex attacks. ციტირების თარიღი: 2007-03-21
  16. Ms Aziza Abdel-Halim AM en-us. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  17. Did You Know? – Book Produced By Muslim Women's Group at Catch The Fire Ministries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-08. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  18. Political Participation of Muslims in Australia Report, 2010, Centre for Research on Social Inclusion, Macquarie University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-21. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  19. It's an Honour - Honours - Search Australian Honours en. ციტირების თარიღი: 2017-05-25
  20. Australian Muslim Achievement Awards 2018. ციტირების თარიღი: 2020-12-04