აზერბაიჯანული კამეჩი

მეკამეჩეობა აზერბაიჯანში მეცხოველეობის მნიშვნელოვანი დარგია. 1990 წელს სსრკ-ში არსებული კამეჩების 70% აზერბაიჯანში იყო აღრიცხული.[1] აზერბაიჯანის კამეჩების მთლიანი რაოდენობის 63% იმყოფებოდა კოლმეურნეთა, მუშებისა და მოსამსახურეთა კერძო მეურნეობების საკუთრებაში.[2] პოსტსაბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანში კამეჩების რაოდეობამ კლება დაიწყო. 2013 წელს ქვეყანაში 265 ათასი კამეჩი აღირიცხა.[3]

აზერბაიჯანის სსრ-ში კამეჩების გავრცელების სქემა 1930-იანი წლების შუა ხანებში.

პოპულაციის დახასიათება

რედაქტირება

აზერბაიჯანული კამეჩის საშუალო სიმაღლე მინდაოში არის 130–132 სანტიმეტრი, სხეულის ირიბი სიგრძე 138–142 სანტიმეტრი, გულმკერდის გარშემოწერილობა 187–191 სანტიმეტრი.[4] თავი უხეში და შედარებით პატარაა. კამეჩის შუბლი მოკლე, საკმაოდ ფართო და ამოზნექილია. კეფა და თავის წინა ნაწილი წაგრძელებულია. აქვს დიდი რქები, რომელიც ძირითადად მიმართულია უკან, ხოლო რქების ზედა ზედაპირი წიბოვანია, ქვედა — მომრგვალებული; რქების დასაწყისში — რგოლებია. კამეჩის რქებზე რგოლების რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია განსაზღვროთ შობადობის რაოდენობა. კბილების რაოდენობა იგივეა, რაც საქონლისა. კისერი გრძელი, ვიწრო და წვრილი აქვს. ზურგი მოკლე და ფართოა. წელი გრძელი, ფართო და ბრტყელია. მკერდი ღრმაა, საშუალო სიგანის. მუცელი დიდი მოცულობისაა. კუდი შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის. ჯიქანი საშუალო ჯამისებრი ფორმისაა, ოთხი ცურით.[5]

კამეჩებს აზერბაიჯანში ძირითადად სარძეოდ აშენებენ. 1940 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანის საცდელი სადგურის მონაცემებით, ფურკამეჩების წლიური მონაწველი 543–2048 კგ იყო; რეკორდული აღწევდა 3187 კგ-ს და უფრო მეტს.

  1. Новое в жизни, науке, технике: Сельское хозяйство, Выпуски 1-6. Знание, 1990
  2. Гусейнов А. Ф., Караев Б. К. „Развитие буйволоводства в Азербайджане“. Животноводство 1986.
  3. В Азербайджане резко сократилось поголовье буйволов დაარქივებული 2013-10-09 საიტზე Wayback Machine. // vesti.az
  4. Буйвол // Сельскохозяйственная энциклопедия. Т. 1 (А — Е) / Ред. коллегия: П. П. Лобанов (глав ред) [и др.]. Издание третье, переработанное — М., Государственное издательство сельскохозяйственной литературы, 1949, с. 620.
  5. „Буйвол и его производительность в Азербайджане“ [Сб. ст.], «Труды Азербайджанской комплексной опытной станции по животноводству», вып. 4 Под ред. М. Садыхова. Баку 1936. გვ. 10—11