აზერბაიჯანული ზებუ

ცხოველი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანული ზებუ (აზერ. Azərbaycan zebusu)[1]აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ზებუ. შავი პირუტყვის (Bos tarurus) სპეციალური ფორმა. გამოირჩევა ქონით და კუნთებით. არსებობს თეთრი, შავი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, და ნაცრისფერსა და თეთრის ნარევი ზებუ.

აზერბაიჯანში ზებუს გავრცელების პირველი ნიშნები ძვ. წ. 2500-2000 გვხვდება. 1883 წელს, ფრანგი არქეოლოგის, ჟან დემორგანის მიერ, ლენქორანში ნაპოვნი იშვიათი შტამპი, რომელზეც ზებუს გამოსახულებაა, ზუსტად ამაზე მეტყველებს.

რესპუბლიკის რეგიონებში, კერძოდ ლენქორანში, ასტარაში, ლერიქსა და მასალიში, ფართოდ გამოიყენება ჰიბრიდული და უკვე გაუმჯობესებული ზებუს ჯიში. მაღალი ხორციანობის ხარისხით და რძით (ცხიმი 5.5%) გამორჩეული ზებუ, ძალიან ეფექტიანი ცხოველია. ძრია 250-280 კგ, ხოლო ხარი 350-420 კგ შეუძლია გახდეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება