აზერბაიჯანული ვიკიპედია

აზერბაიჯანული ვიკიპედია (აზერ. Azərbaycanca Vikipediya; آزربایجانجا ویکی‌پئدییا) — ვიკიპედიის განყოფილება აზერბაიჯანულ ენაზე (რედაქტირების ინტერფეისი და მთავარი გვერდი ასევე ხელმისაწვდომია სამხრეთ აზერბაიჯანული ტიტრებით). გაეშვა 2002 წელს.[1] 2012 წლის 22 იანვრისთვის, სტატიების რაოდენობა 84 111 შეადგენდა (42-ე ადგილი), დარეგისტრირებული იყო 38 048 მომხმარებელი და ჰყავდა 9 ადმინისტრატორი.[2]

ვიკიპედიის ნიშანი აზერბაიჯანული ვიკიპედია
Azərbaycanca Vikipediya
განყოფილების ლოგო
მისამართი: az.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: აზერბაიჯანული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2002 წელი
სტატიების რაოდენობა: 201 032
გვერდების რაოდენობა: 589 794
რედაქტირებების რაოდენობა: 7 897 138
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 302 577
აქტიური მომხმარებელი: 557
ადმინისტრატორი: 15
სიღრმე: 50.1
აზერბაიჯანელი ვიკიპედიელები. 2009 წ.

არსებობის პირველი ორი წლის თავზე სტატიების რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია.[3]

აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში მუდმივად იზრდება სტატიების რაოდენობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბევრი სტატია ესკიზის ფორმისაა და შეიცავს ბევრ გრამატიკულ და სინტაქსურ შეცდომას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://az.wikipedia.org/w/index.php?oldid=1
  2. (აზერბაიჯანული)Statistika. Vikipediya. ციტირების თარიღი: 2012-01-22.
  3. (აზერბაიჯანული)Wikipedia – İndi də Azərbaycanca. Code.az. ციტირების თარიღი: 2010-11-30.


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
აზერბაიჯანულ ენაზე
Azərbaycanca Vikipediya