აზერბაიჯანული ბალეტი

აზერბაიჯანული ბალეტი (აზერ. Azərbaycan baleti) — აზერბაიჯანელი ხალხის საბალეტო კულტურის მიღწევები.[1][2]

სცენა აფრასიაბ ბადერბეილის ბალეტიდან „ქალწულის კოშკი“
სცენა ყარა ყარაევის ბალეტიდან ლეილა და მეჯნუნი

პირველი აზერბაიჯანული ბალეტი „ქალწულის კოშკი“ დაწერილია აფრასიაბ ბადერბეილის მიერ 1940 წელს. მუსიკის გარდა, კომპოზიტორმა ასევე ლიბრეტოც თვითონ დაწერა. ეს ნაწარმოები ასევე გახდა პირველი ბალეტი მუსულმანურ აღმოსავლეთში.[1]

1950 წელს მ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის თეატრის, ოპერისა და ბალეტის სცენაზე დადგმული იქნა მეორე ს. გაჯიბეკოვის[1] ბალეტი „გიულშენი“.

აზერბაიჯანის მუსიკაში ახალ ეტაპად შემოვიდა ყარა ყარაევის ბალეტი „შვიდი მზეთუნახავი“(ნიზამის ამავე დასახელების პოემის მიხედვით, 1952, ბალეტმეისტერი პ. გუსევი, მ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის თეატრის, ოპერისა და ბალეტი). აზერბაიჯანული ბალეტი გახდა ცნობილი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყარა ყარაევის ორი საბალეტო დადგმის შედეგად : „შვიდი მზეთუნახავი“ (აზერ. Yeddi Gözəl, 1952) და „ჭექა-ქუხილის ბილიკით“ (აზერ. İldırımlı yollarla, 1958). ბალეტმა „შვიდი მზეთუნახავი“ საფუძველი ჩაუდო ახალ მუსიკალურ დრამატურგიას აზერბაიჯანული საბალეტო ხელოვნებაში, რითიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ჟანრიც ჩამოყალიბებაში.[3]

აზერბაიჯანული ბალეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სსრკ-ის სახალხო არტისტმა გამერ ალმასზადემ და მისმა მოწაფე ქალმა ლეილა ვექილოვამ, ასევე აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტებმა ჩიმნაზ ბაბაევამ და რაფიგა ახუნდოვამ.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 АЗЕРБАЙДЖАНСКИЙ БАЛЕТ в энциклопедии балета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  2. Азербайджанский театр оперы и балета. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  3. 6.3 Gara Garayev: A Legend in His Own Time. www.azer.com. ციტირების თარიღი: 2016-10-03.