აზერბაიჯანი და სუამი

სუამი შეიქმნა ევროკავშირსა და ნატო-ს წევრებთან უფრო ახლო ურთიერთობების დასამყარებლად. სუამის ქვეყნებს რეგიონში რუსული ექსპანსიონიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა სურდათ. აზერბაიჯანი სტრატეგიულ როლს ასრულებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოება აზერბაიჯანის ინტერესებში შედის. სუამის ყველა ქვეყანა დამოკიდებულია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე. იმავდროულად, აზერბაიჯანს აქვს ნავთობისა და გაზის მარაგი, რომელიც ექსპორტზე გადის რუსეთის გავლით. აზერბაიჯანს აქვს თავისი მილსადენები, რომლებიც უნდა დაიცვან სამხედროებმა, მაგრამ მოლდოვა და უკრაინა არ იზიარებენ ასეთ ინტერესს.

პირველად საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას თანამშრომლობა 1996 წელს დაიწყო ვენაში, ავსტრიაში, სადაც ოთხმა სახელმწიფომ შესთავაზეს ერთმანეთს საერთო მიზნები და ინიციატივები. 1997 წელს ევროპის საბჭოს სამიტზე, ამ სახელმწიფოების პრეზიდენტებმა გამოაცხადეს თავიანთი ინტერესები რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებაში. 1999 წლის 24 აპრილს სუამი გაფართოვდა სხვა წევრი სახელმწიფოთი - უზბეკეთით და დაერქვა სუუამი. 11 სექტემბრის ტერაქტმა ხელი შეუწყო უზბეკეთის გადაწყვეტილებას სუამში წევრობის შეწყვეტის შესახებ. 2006 წელს ორგანიზაციას სახელი შეეცვალა "დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციად".[1]

2017 წლის 27 მარტს კიევში გაიმართა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ მინისტრების შეხვედრა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის მოადგილის შეხვედრა. შედარებისთვის, 2008 წელს გამართულ პირველ შეხვედრაზე ჯგუფმა თავი დაანება ანტირუსულ სტრატეგიას და იმსჯელა ისეთი ეკონომიკური საკითხების შესახებ, როგორიცაა რეგიონალური სავაჭრო ხელშეკრულება და სატრანსპორტო დერეფანი. შეხვედრის დროს აზერბაიჯანმა სუამს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ვაჭრობასა და ტრანსპორტს. აზერბაიჯანის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო დერეფნის მუშაობა დაჩქარდა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. აზერბაიჯანი ასევე დაინტერესებულია სუამის აღორძინებით, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციით და სუამ სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების პლატფორმით. ”უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გაერთიანდეს ძალისხმევა სუამის რეგიონში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად,” თქვა დეკემბერში სუამ-ის გენერალურმა მდივანმა და აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ალთაი ეფენდიევმა. აზერბაიჯანმა ასევე მოუწოდა სუამს, რომ ყურადღება მიაქციონ ვაჭრობასა და ტრანსპორტს[2].

აზერბაიჯანის თავმჯდომარეობა სუამში

რედაქტირება

სუამში აზერბაიჯანის პრეზიდენტობა დაიწყო 2007 წლის 19 ივლისს ბაქოს სამიტზე და გაგრძელდა ბათუმის სამიტამდე, 2008 წლის 1 ივნისს. ბაქოს სამიტი გაიმართა დევიზით "სუამი: კონტინენტების გაერთიანება". გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელობა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის სარგებელი ასახული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროგრამაში, პროგრამა კი ამ ორგანიზაციის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენდა 2007-2008 წლებში[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება