აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო (აზერბაიჯანულად: Azərbaycan Respublikası Dövlət Turizm Agentliyi) — სამთავრობო ორგანო, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით კულტურისა და ტურიზმის სფეროში სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესების მიზნით.
აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო Azərbaycan Respublikası Dövlət Turizm Agentliyi | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2018 წლის 20 აპრილს |
იურისდიქცია | აზერბაიჯანის მთავრობა |
მთავარი სამმართველო | ბაქო, აზერბაიჯანი
|
მინისტრი | ფუად ნაგიევი |
ისტორია
რედაქტირებასააგენტო შეიქმნა 2018 წლის 20 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ბაზაზე. [1]
2018 წლის 21 აპრილს პრეზიდენტის ბრძანებით ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ" ფუად ნაგიევი დაინიშნა სახელმწიფო ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარედ.[2]
სტრუქტურა
რედაქტირებაპრეზიდენტის 2018 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით, სააგენტო მოიცავს: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს აპარატურას (განყოფილებები და სექტორები) და რეგიონალური ტურიზმის სამსახურებს.[3]
პრეზიდენტის 2018 წლის 21 სექტემბრის „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებით, დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრა 55 საშტატო ერთეულით.[4]
საქმიანობის სფეროები
რედაქტირებაპრეზიდენტის 2018 წლის 21 სექტემბრის ბრძანებით სააგენტოს განსაზღვრული საქმიანობებია: [5]
მონაწილეობა მიიღოს შესაბამის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში და უზრუნველყოს ამ პოლიტიკის განხორციელება;
შესაბამის სფეროში ნორმატიული საქმიანობის განხორციელება;
განახორციელოს სახელმწიფო რეგულირება, სახელმწიფო კონტროლი და კოორდინაცია შესაბამის სფეროში;
ტურიზმის განვითარების მიზნით სხვა სამთავრობო უწყებებთან, საწარმოებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ორგანიზება გაუწიოს ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის მიზანმიმართულ გამოყენებას და უზრუნველყოს მათი შენარჩუნება;
ეროვნული კულინარიული მაგალითების დაცვა და პოპულარიზაცია.
- ამავე განკარგულებით, სააგენტოს მოვალეობებში შედის: [5]
შესაბამის სფეროში ნორმალიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე ამოცანების შესრულება;
შესაბამის სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამებისა და განვითარების კონცეფციების შემუშავება და განხორციელება;
უზრუნველყოს ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება საქმიანობასთან დაკავშირებით;
დაქვემდებარებული სააგენტოების მეშვეობით ტურიზმის მომსახურების გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
ჩაატაროს სამეცნიერო კვლევები და გამოკვლევები ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების, განვითარების სამომავლო მიმართულებებისა და პერსპექტივების დასადგენად;
ჯანმრთელობის, სპორტის, მთის და ზამთრის ტურიზმის, კულტურული, ექსტრემალური, საქმიანი, ეკოლოგიური ტურიზმის, პლაჟის, სანადირო ტურიზმისა და სხვა სახის ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა;
მონაწილეობა მიიღონ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შესაბამისი საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო ქსელების ჩათვლით და ითანამშრომლონ შესაბამის უწყებებთან ამ ფაქტორების გავითარების მიზნით;
უზრუნველყოს საზღვაო სამგზავრო ტრანსპორტის სერვისების განვითარება კასპიის ზღვაში, აგრეთვე ბაქოს წყალსატევში;
განახორციელოს კონტროლი სააგენტოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაზე, გააკეთოს წინადადებები ტურიზმის სფეროში მიმართულებების და სპეციალობების განსაზღვრის შესახებ;
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებში ინვესტიციების წახალისება;
შესაბამის სფეროში სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის, აგრეთვე შესაბამისი ორგანოების, ასოციაციების და იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;
შესაბამის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანება.
საერთაშორისო თანამშრომლობა
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო ამჟამად თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა (BSEC), თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი), ეკონომიკური თანამშრომლობა ორგანიზაცია (ECO) და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია.
2018 წლის 2 ნოემბერს ტურიზმის სახელმწიფო სააგენტომ მონაწილეობა მიიღო ბისეკის მიერ სტამბოლში გამართულ კონფერენციაში.
2018 წლის 7 აგვისტოს, თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან კავშირის ფარგლებში, ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს და აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ასტანაში ტურიზმის სამუშაო ჯგუფის მე -13 სესიაზე.
2018 წლის ბოლოს სააგენტომ გახსნა წარმომადგენლობები ექვს ქვეყანაში - გერმანიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Mədəniyyət və turizm sahəsində dövlət idarəçiliyinin təkmilləşdirilməsi ilə bağlı bəzi tədbirlər haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı - Xəbərlər | Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi". Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi. 2018-04-22. Retrieved 2018-10-09
- ↑ "Chairman appointed to Azerbaijan's State Tourism Agency". Trend.Az. 2018-04-23. Retrieved 2018-10-09.
- ↑ Azərbaycan Prezidentinin Rəsmi internet səhifəsi - SƏNƏDLƏR » Fərmanlar (September 21, 2018). "Azərbaycan Respublikası Dövlət Turizm Agentliyinin STRUKTURU". president.az (in Azerbaijani). Retrieved 2018-10-09.
- ↑ Azərbaycan Prezidentinin Rəsmi internet səhifəsi - SƏNƏDLƏR » Fərmanlar (September 21, 2018). "Azərbaycan Respublikası Dövlət Turizm Agentliyinin fəaliyyətinin təmin edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Fərmanı". president.az (in Azerbaijani). Retrieved 2018-10-09.
- ↑ 5.0 5.1 Azərbaycan Prezidentinin Rəsmi internet səhifəsi - SƏNƏDLƏR » Fərmanlar. "Azərbaycan Respublikasının Dövlət Turizm Agentliyi haqqında ƏSASNAMƏ". president.az (in Azerbaijani). Retrieved 2018-10-09.
- ↑ "Fəaliyyət. Beynəlxalq əməkdaşlıq". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-31. ციტირების თარიღი: 2020-10-19.