აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაცია
აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაცია (აზერ. Azərbaycan Gimnastika Federasiyası) — მხატვრული ტანვარჯიშის მმართველი ორგანო აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაცია | |
---|---|
აზერ. Azərbaycan Gimnastika Federasiyası | |
შეიქმნა | 1994 |
ტიპი | სპორტული ფედერაცია |
შტაბ-ბინა | ბაქო |
ენა | აზერბაიჯანული |
პრეზიდენტი | მეჰრიბან ალიევა |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
თავმჯდომარე | მეჰრიბან ალიევა |
agf.az |
ისტორია
რედაქტირებაფედერაცია 1994 წელს შეიქმნა და ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ნაწილი გახდა. 1996 წელს ევროპის ტანვარჯიშის კავშირს შეუერთდა.
2002 წლის 7 ოქტომბერს ფედერაცია გარდაიქმნა. დამფუძნებელ კონფერენციაზე აზერბაიჯანის პირველი ლედი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
2006 წელს აზერბაიჯანის პირველი ლედი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა ხელახლა აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად.
ფედერაცია თავის საქმიანობაში ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებსა და მიზნებს იცავს, თანამშრომლობს აზერბაიჯანის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან და სპორტულ ორგანიზაციებთან. ფედერაცია ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2024 წლის 6 აპრილს ფედერაციის ახალი თილისმები - ქურციკი და მელა დამტკიცდა[1].
სტრუქტურა
რედაქტირებაფედერაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა საერთო კრება. ფედერაციის საქმიანობის მართავს აღმასრულებელი კომიტეტი. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს საერთო კრება ხუთი წლის ვადით ირჩევს.
აღმასრულებელი კომიტეტი პრეზიდენტის, აღმასკომის თავმჯდომარის, ვიცე პრეზიდენტის, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილისა და აღმასკომის 3 წევრისაგან შედგება.
აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაცია მოიცავს შემდეგ კლუბებს[2]:
- რიტმული ტანვარჯიში
- მამაკაცთა მხატვრული ტანვარჯიში
- ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
- ბატუტი და ტუმბლინგი
- აკრობატული ტანვარჯიში
- აერობული ტანვარჯიში