აზერბაიჯანის საბინაო განვითარების სახელმწიფო სააგენტო
აზერბაიჯანის საბინაო განვითარების სახელმწიფო სააგენტო (აზერ. MIDA - Mənzil İnşaatı Dövlət Agentliyi) — ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შექმნილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებისა და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისა და მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. სააგენტო ასევე ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას - არეგულირებს ურბანული დაგეგმარებას, დიზაინსა და არქიტექტურას.
აზერბაიჯანის საბინაო განვითარების სახელმწიფო სააგენტო აზერ. MIDA - Mənzil İnşaatı Dövlət Agentliyi | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 11 აპრილი, 2016 |
უწყების ხელმძღვანელი | სადიგ სადიგოვი, ხელმძღვანელი |
საიტი | |
mida.gov.az |
სააგენტო შეიქმნა 2016 წლის 11 აპრილს. იგი ორმხრივ თანამშრომლობას ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციებთან გერმანიაში, სინგაპურში, თურქეთში, რუსეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, მაროკოში. სააგენტო ასევე თანამშრომლობს ზოგიერთ საერთაშორისო ფინანსურ სააგენტოსთან და მსხვილ ფინანსურ კომპანიებთან[1].
პროექტები
რედაქტირება„იასამალის“ საცხოვრებელი კომპლექსი, სახელმწიფო საბინაო განვითარების სააგენტოს პირველი პროექტი, მდებარეობს ბაქოს იასამალის რაიონში.
2016 წლის 24 დეკემბერს კომპლექსის პირველ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს და საშუალო სკოლის შენობას ჩაეყარა საფუძველი.
ბინების გარდა, კომპლექსში ასევე შედის ორსართულიანი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 240 ბავშვზე და სამსართულიანი საშუალო სკოლა 960 მოსწავლეზე. ბინები სრულად გარემონტებული და აღჭურვილია სამზარეულოს ავეჯით.
პირველი ეტაპის დასრულება და საცხოვრებელი კომპლექსის გახსნა 2018 წელს მოხდა[2].
ჰოვსანის საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ბაქოს აღმოსავლეთ ნაწილში, სურახანის რაიონის სოფელ ჰოვსანთან. კომპლექსის დასავლეთ ნაწილში არის 20 ჰექტარი ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, რომელიც შედგება ზეთისხილისა და ფიჭვის ხეებისგან[3].
საცხოვრებელი კომპლექსის გახსნა 2020 წელს მოხდა[4].
განჯის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. კომპლექსი მოიცავს 18 მრავალბინიან კორპუსს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://mida.gov.az/ - უწყების ოფიციალური ვებ-გვერდი