აზერბაიჯანის რკინიგზის მუშაკთა დღე
„აზერბაიჯანის რკინიგზის მუშაკთა დღე“ (აზერ. "Azərbaycan dəmiryolu işçilərinin peşə bayramı günü") — ქვეყნის ყველა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკების პროფესიული დღესასწაული, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ყოველწლიურად 13 ოქტომბერს აღინიშნება[1].
ტრადიციულად, „აზერბაიჯანის რკინიგზის მუშაკთა დღეს“ სახელმწიფო ხელმძღვანელობა ულოცავს რკინიგზის მუშაკებს პროფესიულ დღესასწაულს, ხოლო ყველაზე გამორჩეულ რკინიგზის მუშაკებს სახელმწიფო ჯილდოები, სამახსოვრო საჩუქრები, პრემიები და მადლობის სიგელი გადაეცემათ[2].
„აზერბაიჯანის რკინიგზის მუშაკთა დღე“ არასამუშაო დღე არ არის.