აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (აზერ. Azərbaycan Milli Olimpiya Komitəsi) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, იურიდიული პირის სტატუსით. ორგანიზაციის წესდება აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მიერ 1993 წელს. საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში წარმოადგენს ქევყანას. შემოკლებული დასახელება – აზეოკ. მოქმედებს ოლიმპიური ქარტიის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ კანონის საფუძველზე. აზეოკ-ის პრეზიდენტია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
აზერ. Azərbaycan Milli Olimpiya Komitəsi
შეიქმნა 1992
ტიპი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
შტაბ-ბინა ბაქო, აზერბაიჯანი
თავმჯდომარე ილჰამ ალიევი
ქვეყანა აზერბაიჯანი
https://olympic.az
კომიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა

აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1992 წელს შეიქმნა და 1993 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ იქნა აღიარებული. აზერბაიჯანმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში 1996 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, და მას შემდეგ ყველა ოლიმპიადაზე აგზავნის სპორტსმენებს. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში ოცდაექვსი (აქედან ექვსი ოქროს) მედალი მოიპოვეს, ჭიდაობაში, სროლაში, ბოქსში, ძიუდოში და სიმძიმის აწევაში. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში აზერბაიჯანელ სპორტსმენებს მედლები არ მოუპოვებიათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება