აზერბაიჯანის პოლიციის დღე
აზერბაიჯანის პოლიციის დღე — რესპუბლიკის სამართალდამცავების პროფესიული დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად 2 ივლისს აღინიშნება.
1918 წლის 2 ივლისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ცირკულარს, რომელიც გახდა საფუძველი სახელმწიფოს ეროვნული პოლიციის შექმნისათვის.
აზერბაიჯანის მაშინდელი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 1998 წლის 24 მაისის No710 ბრძანებულებით, 2 ივლისი გამოცხადდა აზერბაიჯანის პოლიციის დღედ[1].