აზერბაიჯანის მენავთობის დღე

აზერბაიჯანის მენავთობის დღე (აზერ. Azərbaycanda neftçilər günü) — ყველა ნავთობის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული ზეიმი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ყოველწლიურად 20 სექტემბერს აღინიშნება.

აზერბაიჯანის მენავთობის დღე
აზერ. Azərbaycanda neftçilər günü
აზერბაიჯანის მენავთობის დღე ფოტოსურათი
ნავთობის მოპოვება ბიბი-ეიბათზე (აფშერონი) XIX საუკუნეში
სხვაგვარად „მენავთობის დღე“
მნიშვნელობა სახელმწიფო დღესასწაული
დაწესდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ
პერიოდი 16.08.2001
თარიღი 20 სექტემბერი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „აზერბაიჯანის მენავთობის დღე“ ოფიციალური ზეიმების კალენდარში 2001 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც 2001 წლის 16 აგვისტოს, სახელმწიფოს დედაქალაქ ბაქოში, მესამე პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „აზერბაიჯანის მენავთობის დღის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყოველი წლის 20 სექტემბერს აღინიშნება მენავთობის დღე.[1]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მიერ დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის არჩევა არ იყო შემთხვევითი. 1994 წელს, სწორედ ამ დღეს, ქვეყნის დედაქალაქში, „გიულისთანის“ სასახლეში დაიდო ხელშეკრულება „პროდუქციის საქმიანად განაწილების“ შესახებ, რომელიც ეხებოდა კასპიის ზღვის სიღრმეში მდებარე ნავთობის საბადოებს — „აზერი“, „ჩირაღი“, „გიუნეშლი“. ეს იყო ყველაზე მსხვილი შეთანხმება, რაც კი ოდესმე დაუდია აზერბაიჯანს.