აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტო
აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტო (აზერ. Medianın İnkişafı Agentliyi) — სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს მედიის განვითარების პოლიტიკას აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტო Medianın İnkişafı Agentliyi | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 12 იანვარი, 2021 |
უწყების ხელმძღვანელი | აჰმედ ისმაილოვი, აღმასრულებელი დირექტორი |
საიტი | |
media.gov.az |
შექმნილია 2021 წლის 12 იანვარს[1]. სააგენტო შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული მასმედიის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ფონდის საფუძველზე[2].
სააგენტოს მმართველი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი დირექტორი. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ფუნქციები
რედაქტირებასააგენტოს ფუნქციებია:
- სამართლებრივი აქტების, განვითარების კონცეფციების, მიზნობრივი პროგრამების მომზადება და განხორციელება მედიის განვითარების სფეროში;
- მედიის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;
- ზომების მიღება ჟურნალისტების პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის ასამაღლებლად;
- ღონისძიებების გამართვა, რომლებიც ხელს უწყობს სპეციალისტების მომზადებას და მედიის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას;
- მედია სუბიექტების მიერ მედიის სფეროში უცხოური გამოცდილების შესწავლის სტიმულირება;
- მასალების მომზადება და გამოქვეყნება, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის განათლებას, საზოგადოების ყურადღების მიქცევას აქტუალურ საკითხებზე;
- აუდიოვიზუალური პროდუქტების მომზადების კონკურსების გამართვა;
- ბეჭდვითი და ონლაინ მედიის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ზომების მიღება;
- ბეჭდური და ონლაინ მედიის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას ინფორმაციის გადაცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან;
- მედია რეესტრში რეგისტრაციის მოწმობების, ჟურნალისტების მოწმობების გაცემა;
- მედიისა და ჟურნალისტების რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება;
- სააგენტოს უფლება აქვს შეუკვეთოს სოციალური რეკლამა.