აზერბაიჯანის აუდიოვიზუალური საბჭო
აუდიოვიზუალური საბჭო (აზერ. Audiovizual Şura) — უზრუნველყოფს აზერბაიჯანში ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და ამ საქმიანობის რეგულირებას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიოვიზუალური საბჭო აზერ. Audiovizual Şura (keçmiş Milli Televiziya və Radio Şurası) | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 8 თებერვალი, 2022 |
წინამორბედი უწყება | აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული საბჭო |
იურისდიქცია | აზერბაიჯანი |
უწყების ხელმძღვანელი | ისმეთ სათაროვი, თავმჯდომარე |
საიტი | |
acra.gov.az/ru |
სსრკ-ის პერიოდში მოქმედებდა აზერბაიჯანის სსრ რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტი.
2002 წლის 5 ოქტომბერს შეიქმნა ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული საბჭო. საბჭო 2022 წლის თებერვლამდე ფუნქციონირებდა.
2022 წლის 8 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება „მედიის შესახებ“ კანონის მისაღებად[1] , რომლის მიხედვითაც გაუქმდა ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული საბჭო. ამის ნაცვლად, შეიქმნა აუდიოვიზუალური საბჭო[2].
საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ტელე და რადიო მაუწყებლებისთვის.
საბჭო შედგება 9 კაცისგან. ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
აზერბაიჯანში მაუწყებლობას ახორციელებენ სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო და საზოგადოებრივი მაუწყებლები. მაუწყებლების საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში[3]. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის „ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესახებ“, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებები ნორმატიულ აქტებად ითვლება.