აზად მიქაილ ოღლუ ალიევი (აზერ. Azad Mikayil oğlu Əliyev; დ. 20 იანვარი, 1956, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოქანდაკე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი (2018).[1]

აზად ალიევი
დაიბადა 20 იანვარი, 1956(1956-01-20) (68 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სფერო სკულპტორი
მომზადება აზიმა აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (1972-1976),
აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (1977-1982)

ბიოგრაფია

რედაქტირება

აზად მიქაილ ოღლუ ალიევი დაიბადა ბაქოში 1956 წლის 20 იანვარში, ექიმის ოჯახში. 1972 წელს, ის ჩარიცხული იქნა აზერბაიჯანის აზიმზადეს სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელში ქანდაკების ფაკულტეტზე. 1977 წელს ჩააბარა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1982 წელს.

1983—1986 წლებში ჩართული იყო სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, აკადემიკოს ომარ ელდაროვის ხელმძღვანელობით დაკავებული იყო სამეცნიერო საქმიანობით. 1984 წელს მიღებული იქნა აზერბაიჯანის მხატვართა კავშირში.

აზად ალიევი 2000-ზე მეტი ნამუშევრის ავტორია. მისი ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის, რუსეთის, პოლონეთის, გერმანიის, აშშ-ის, იტალიის საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, ცენტრალური ამერიკის, ირანის, ნეპალის, თურქეთის, პირად კოლექციებში, ასევე მუზეუმებში და პარკებში.

2018 წლის 27 მაისს აზად ალიევს მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვრის წოდება.[2]