ავშა (თურქ. Avşa) — კუნძული მარმარილოს ზღვაში. ადმინისტრაციულად შედის ბალიქესირის პროვინციის შემადგენლობაში. კუნძული საკმაოდ პოპულარული ადგილია შიდა ტურიზმისათვის. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ჩადის სტამბულიდან. კუნძულის მოსახლეობა ბოლო აღწერების მიხედვით 2 527-ია[1], თუმცა სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა 40-50 ათასამდე იზრდება. კუნძულზე ჩასვლა ძირითადად შესაძლებელია სტამბულიდან, მუშაობს ბორანი.

კ. ავშას მდებარეობა რუკაზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. AVŞA BELEDİYESİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ავშა&oldid=4309899“-დან