ავტორ-მთქმელი
ავტორ-მთქმელი — ქართულ ფოლკლორისტიკაში მიღებული ტერმინი, აღნიშნავს ფოლკლორულ ნაწარმოებთა ისეთ შემსრულებელს, მთქმელს, რომელსაც საკუთარი რეპერტუარიც მოეპოვება. ავტორ-მთქმელის მიერ გამოთქმული ტექსტი ფოლკლორული ტრადიციის საფუძველზეა შექმნილი და განსაზღვრულია ზეპირსიტყვიერების სპეციფიკით. ზეპირად გავრცელების შედეგად ავტორ-მთქმელის შემოქმედების ნაწილი ხშირად ფოლკლორის კუთვნილებად იქცევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956;
- ქსე, ტ. 1, გვ. 174, თბ., 1975