ავსტრიის გერბი
ავსტრიის ფედერალური გერბი (გერმ. Österreichische Bundeswappen) — ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი. დღევანდელი გერბი დადგენილია 1984 წლის ფედერალური კანონით ავსტრიის რესპუბლიკის გერბისა და სხვა სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ. გერბზე გამოსახულია ე. წ. „ავსტრიული არწივი“ და ფარი ვსტრიის დროშის ფერებით: წითელი-თეთრი-წითელი. პირველად ამგვარი გერბი ავსტრიისათვის შემოღებული იქნა 1919 წელს. 1934-938 წლებში ამ გერბს ცვლიდა ე. წ. „კვატერნიონის არწივი“, 1945 წელს კი თავდაპირველ გერბი აღადგინეს მცირე მოდიფიკაციის შემდეგ: დაამატეს გაწყვეტილი ჯაჭვი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bundesministerium für Inneres: Die Symbole der Republik. In: Öffentliche Sicherheit 11-12/06, გვ. 69–75 (ელექტრონული ვერსია, PDF-ფაილი)
- Peter Diem: Die Symbole Österreichs. Zeit und Geschichte in Zeichen. K&S Wien 1995, ISBN 3-218-00594-9 (ნაწყვეტები ელექტრონულად: Die Symbole Österreichs, ავსტრიის ფედერალური გერბის განვითარება)
- Franz Gall: Österreichische Wappenkunde. Handbuch der Wappenwissenschaft. Böhlau, Wien 1996, ISBN 3-205-98646-6
- F-H. Hye: Das Österreichische Staatswappen und seine Geschichte. Studien Verlag, Innsbruck 1995, ISBN 3-7065-1108-8
- Ottfried Neubecker: Heraldik : Wappen - ihr Ursprung, Sinn und Wert. Krüger, Frankfurt a.M. 1977, ISBN 3-8105-1306-7
- Peter Diem: Die Entwicklung der Symbole der Republik Österreich, in Stefan Karner, Lorenz Mikoletzky (Hrsg.): Österreich. 90 Jahre Republik. Innsbruck 2008, ISBN 978-3-7065-4664-5