ავსტრალიური სამზარეულო
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ავსტრალიური სამზარეულო მოიცავს ავსტრალიისა და მისი მოსახლეობის საკვებსა და სამზარეულო პრაქტიკას. ავსტრალია მიგრაციის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს, რამაც განაპირობა ავსტრალიურ კერძებში სხვა ქვეყნების სამზარეულოს კომპონენტების შეტანა. ავსტრალიური კერძები შეიცავს სხვადასხვა სამზარეულოების ვარიაციებს, როგორებიცაა ბრიტანული, ევროპული, აზიური და ახლო აღმოსავლეთის ელემენტები.
ისტორია
რედაქტირებაავსტრალიური ძველი სამზარეულო
რედაქტირებაავტრალიურ ტყეებში ადგილობრივი მოსახლეობა ფლორასა და ფაუნასთან ჰარმონიაში დაახლოებით 60 000 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. [1] აბორიგენი ავსტრალიელები ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის 5 000 წარმომადგენლით იკვებებოდნენ. [1] ფართოდ გავრცელებული იყო კენგურუებზე ნადირობაც. საკვებს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის გველები და ხვლიკები.[2] გამოიყენებოდა ტყის კენკრა, თხილი და კაკალი, ასევე გარეული თაფლი. თევზზე ნადირობის ტექნოლოგიები მოიცავდა შუბებს, კაუჭებსა და ხაფანგებს.
თანამედროვე ავსტრალიური სამზარეულოს ჩამოყალიბება
რედაქტირებაკოლონიალიზმის პერიოდის დროს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეის პორტში ფეხი პირველად 1788 წელს დადგეს. [2] ბრიტანელებმა ავსტრალიაში თავდაპირველად ბატებით, მტრედებითა და თევზით კვება დაიწყეს, მაგრამ მათ ძალიან გაუჭირდათ ადგილობრივ ფაუნასთან შეგუება.
გარკვეული სირთულეების შემდეგ, ავსტრალიის სოფლის მეურნეობა ადგილობრივი ბაზრებისთვის მთავარ მომმარაგებლად ჩამოყალიბდა. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა მეცხვარეობა და მესაქონლეობა. მნიშვნელოვანი გახდა ხორბლისა და სხვა მარცვლოვანი კულტურების მოყვანაც. შაქრის ლერწამი მოჰყავთ ქუინზლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულია ხილ- ბოსტნეულობა. [3] დღეს ავსტრალიაში 85 681-ზე მეტი მეურნეობის ბიზნესია, რომელთა 99 პროცენტს ადგილობრივი მესაკუთრე ჰყავს.
ხორცეულობა
რედაქტირებაავსტრალიელი მოსახლეობის უმეტესობა საკვებად ქათმის ხორცს მოიხმარს. თითოეული ავსტრალიელი მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 47 კილოგრამ ქათმის ხორცს მიირთმევს. [3]
ავსტრალიაში ძალიან პოპულარულია ცხვარიც. ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად მიირთმევენ ფეხებისა და მხრების შემწვარი ნაწილებს. ეს ინგრედიენტი ასევე ძალიან გავრცელებულია ადგილობრივ ქაბაბში, რომლებიც ბერძენმა და თურქმა მიგრანტებმა ჩაიტანეს ქვეყნის ტერიტორიაზე 1960- 1970- იან წლებში.
თევზი და ზღვის პროდუქტები
რედაქტირებაავსტრალიაში თევზსა და ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა დროთა განმავლობაშ იზრდება. ამის მიუხედავად მას მაინც ფრინველისა და საქონლის ხორცი მკვეთრად უსწრებს. ავსტრალიის სამზარეულოში გავრცელებულია ავსტრალიური ზღვის პროდუქტები, როგორებიცაა: სამხრეთის ცისფერი თინუსი და ტალახის კიბორჩხალა.
თევზი ფრისთან (ჩიფსებთან) ერთად დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა და კოლონიალური პერიოდის გამო ავსტრალიაშიც ძალიან პოპულარული გახდა. [4] საკვები მოიცავს კარგად შემწვარ თევზს და ერთ ზომაზე დაჭრილ, ზეთში შემწვარ კარტოფილის ჩხირებს.
სასმელები
რედაქტირებაჩაი
რედაქტირებაჩაი ყველაზე პოპულარული ცხელი სასმელი იყო ავსტრალიაში მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ბრიტანელების დასახლებიდან, თუმცა ყველაზე მეტად პოპულარული ეს სასმელი 1990 -იანი წლებიდან გახდა. [4] დაარქივებული 2020-06-26 საიტზე Wayback Machine.
ჩაი და ორცხობილა ან ახლად გამომცხვარი ფუნთუშები ძალიან პოპულარულია. მათ მეტწილად საღამოობით, ოჯახებთან ან მეგობრებთან ერთად მიირთმევენ.
ყავა
რედაქტირებადღევანდელ ავსტრალიაში ყავა ყველაზე პოპულარული სასმელია. ყავის ინდუსტრია კაფეების გახსნის შემდეგ, მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში გაიზარდა. 1910 წლის სიდნეისა და მელბურნის საკულტო ბერძნული კაფეები პირველი კაფეები იყვნენ ავსტრალიაში, რომლებმაც ქვეყანაში განსხვავებული სტილის ყავის წარმოება დაიწყეს.
1952 წელს ავსტრალიაში პირველი ესპრესოს აპარატების გამოჩენა დაიწყო და მელბურნსა და სიდნეიში უამრავი იტალიური ყავის სახლები გაჩნდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.abc.net.au/news/science/2017-07-20/aboriginal-shelter-pushes-human-history-back-to-65,000-years/8719314
- ↑ https://web.archive.org/web/20080505195009/http://index.html/
- ↑ https://web.archive.org/web/20110408181402/http://www.cultureandrecreation.gov.au/articles/farms/
- ↑ https://web.archive.org/web/20041118084945/http://www.open2.net/everwondered_food/history/history_timeline3.htm