ავსტრალია-აზერბაიჯანის ურთიერთობები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ავსტრალია-აზერბაიჯანის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის პოლიტიკურ, სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ურთიერთთანამშრომლობა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ინვესტირება, მასმედია, მრეწველობა, საჰაერო სივრცე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება და სხვ.[1][2][3] ავსტრალიაში მდებარეობს აზერბაიჯან-ავსტრალიის მეგობრობის ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც ჯონ ჰამონდია.[4]

ავსტრალია-აზერბაიჯანის ურთიერთობები
Map indicating locations of Australia and Azerbaijan

ავსტრალია

აზერბაიჯანი

დიპლომატიური ურთიერთობები

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

ავსტრალიის მთავრობამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 დეკემბერს აღიარა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 19 ივნისს დამყარდა.[5] 2012 წლის 6 აპრილს ავსტრალიაში აზერბაიჯანის საელჩოს დაარსების შესახებ კანონი მიიღეს. ავსტრალიაში აზერბაიჯანის საელჩო 2013 წლის ივნისში გაიხსნა.[6] ავსტრალიაში აზერბაიჯანის ელჩი როვშან ჯამშიდოვია.[7] აზერბაიჯანში ავსტრალიის დიპლომატიური მისიის შენობა ანკარაში მდებარეობს.[6][8] ავსტრალიის ელჩი აზერბაიჯანში არის მარკ ინეს-ბრაუნი.[9] 2015 წლის დეკემბერში ავსტრალიის მთავრობამ აზერბაიჯანის ტერიტორიული ინტეგრირების მხარდაჭერა დაიწყო.[10]

უმაღლესი დონის შეხვედრები

რედაქტირება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 2000 წლის 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე სიდნეის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას ავსტრალიაში იმყოფებოდა, როგორც აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი 2002 წლის 16-20 აპრილს ეწვია ავსტრალიას. აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონში პრემიერ-მინისტრის სპეციალური დესპანი, რასელ ტოდი 2012 წლის 128-30 ივნისს აზერბაიჯანს სტუმრობდა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს წევრი კონტრ-ტერორისტულ საკითხებში, უილიამ ფიშერი აზერბაიჯანში 2013 წლის 13-15 სექტემბერს იმყოფებოდა.[5]

პარლამენტთაშორისი ურთიერთობები

რედაქტირება

2011 წლის 8 აპრილს აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აზერბაიჯანსა და ავსტრალიას შორის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია ხანლარ ფატიევი.[11] 2009 წლის თებერვალში აზერბაიჯანის მილი მეჯლისი თავმჯდომარის მოადგილე, საბირ რუსტამანლი ავსტრალიას ეწვია.[5]

ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა

რედაქტირება
 
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მერის პეინი

2012 წელს ავსტრალიასა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[5] ავსტრალიიდან აზერბაიჯანში მთავარი საექსპორტო პროდუქტი კარაქია, ხოლო აზერბაიჯანიდან ავსტრალიაში - ნავთობი.[6]

2015 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელებმა, კასპიის საზღვაო სამსახურებისა და ავსტრალიის გემთმშენებელმა კომპანიამ (Austal) ხელი მოაწერეს 34 მილიონიან კონტრაქტს 70 მეტრის სიგრძის უმაღლესი სიჩქარის სატრანსპორტო საშუეალების მსენებლობსი სესახებ, რომელიც კასპიის ზღვაში იმოძრავებს. იგი ტვირთსა და მგზავრებს SOCAR-ისა და British Petroleum-ის პლატფორმებს შორის გადაიტანს და გადაიყვანს.[12]

2016 წლის აგვისტოში ავსტრალიის პარლამენტის შენობაში აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დროს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო მარშრუტებზე ავსტრალიის ინტერესები გაჟღერდა.[7]

2017 წლის ოქტომბერში ავსტრალიის ანტრეპრენეურთა დელეგაცია აზერბაიჯანს პირველად ეწვია. იმავე დღეებში პირველი აზერბაიჯან-ავსტრალიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30 ავსტრალიური სააგენტო მონაწილეობდა.[1] აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა მზადყოფნა გამოთქვა ავსტრალიაში უძრავი ქონების შესაძენად.[13]

საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქტირება

საერთაშორისო დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რეგულირდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციების შესაბამისად: გაერთიანებული ერების (ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციები), იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობსი კომიტეტის (განსაკუთრებით დიდი ბარიერული რიფის დაცვის მხრივ)[14], ჩახოს (პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისთვის) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

Embassy of the Republic of Azerbaijan to Commonwealth of Australia, New Zealand and Republic of Fiji

  1. 1.0 1.1 Азербайджан и Австралия планируют расширить сотрудничество в сфере туризма en. ციტირების თარიღი: 13 September 2020[მკვდარი ბმული]
  2. Азербайджан и Австралия en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  3. Азербайджан и Австралия могут продуктивно сотрудничать в нефтегазовой сфере ru. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  4. Азербайджан-Австралия: большой потенциал сотрудничества ru. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 BILATERAL RELATIONS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი 2020.
  6. 6.0 6.1 6.2 Jeffery, Stephen. (8 January 2016) Azerbaijan looks for closer economic, educational, security ties with Australia en. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  7. 7.0 7.1 BSNews | Австралия заинтересована в транспортных маршрутах через Азербайджан / Фото uk. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  8. Trade, corporateName= Department of Foreign Affairs and. Australian Embassy in. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  9. Australia. ციტირების თარიღი: 13 September 2020[მკვდარი ბმული]
  10. Австралия осудила оккупацию Арменией Нагорного Карабаха ru-RU. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  11. Azerbaijan-Australia.
  12. Новое судно для работы на Каспии будет строить австралийская Austal ru-RU. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  13. Госнефтефонд Азербайджана станет владельцем недвижимости в Австралии. ციტირების თარიღი: 13 September 2020
  14. Официальный сайт президента Азербайджанской Республики – ДОКУМЕНТЫ » Письма От Генерал-губернатора Австралийского Союза Питера Косгроува. ციტირების თარიღი: 13 September 2020