ავინიონის საკათედრო ტაძარი
ავინიონის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame des Doms d'Avignon) — საკათედრო ტაძარი ავინიონში. შენობა არის საფრანგეთის ისტორიული ძეგლი. ამჟამად ავინიონის საარქიეპისკოპოსოს კათედრაა.
ავინიონის ისტორიული ცენტრი: პაპის სასახლე, პეტი-პალეს მუზეუმი, ავინიონის საკათედრო ტაძარი და ავინიონის ხიდი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 228 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 228 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაავინიონის საკათედრო ტაძარი (იგივე ნოტრ-დამ-დე-დომი) ააგეს XII საუკუნეში, რომანულ სტილში. მისი ისტორიული მნიშვნელობა გაიზარდა 1309-1378 წლებში, როდესაც კათოლიკური ეკლესიის წმინდა ტახტი სწორედ აქ მდებარეობდა, ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია პაპების ავინიონის ტყვეობის სახელწოდებით. ტყვეობის დასრულების შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა ტაძარს: დიდი განხეთქილების პერიოდში ავინიონშიც და რომშიც ისხდნენ კონკურენტი პაპები.
1995 წელს საკათედრო ტაძარი ავინიონის სხვა ისტორიულ ძეგლებან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[1].