ავთანდილ ვერულეიშვილი

ავთანდილ ალექსანდრეს ძე ვერულეიშვილი (დ. 18 მარტი, 1918, ხაშური, — გ. 23 აგვისტო, 1987, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).

სწავლობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1941 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც შეასრულა მრავალი გამორჩეული როლი, მათ შორის: კინტო (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში”), მეღორე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება”), მოლა მუსა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი”), ტიბალტი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”), აიტუზა (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა”), რაბინი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა”), დერვიში (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე”), სერგო და დარჩო (ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში” და „ყარამან ყანთელაძე”), ფიჩხულა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია”), ამილახვარი (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი”) და სხვ.

მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე და შექმნა მრავალი ეპიზოდური კინემატოგრაფიული სახე. მონაწილეობდა ტელე და რადიოდადგმებში.

ლიტერატურა

რედაქტირება