იხ. დეტალურად : ავერნო.

ავერნუსი (ლათ. Avernus) — კუმაში, იტალია, არსებული ერთ-ერთი კრატერის ძველი რომაული სახელწოდება, რომელიც კამპანიაში, ნეაპოლის ჩრდილოეთით მდებარეობს. კრატერის წიაღში ტბა ავერნოა, საიდანაც მყრალი, მომწამვლელი ჰაერი ამოდიოდა. ამის გამო ამ ტბას ძველი რომაელები ჰადესში შესასვლელ ერთ-ერთ კარად მიიჩნევდნენ.

აპოლონის დანგრეული ტაძარი ავერნუსში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Cyclopædia (1728) სტატია “Averni”.