ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ავაზ ბახშალის ძე აბდულაევი (აზერ. Əvəz Baxşəlioğlu Abdullayev; დ. 1976, ბაქო) — ოპერის მომღერალი (ბარიტონი), აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2012).

ავაზ აბდულაევი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1976
დაბ. ადგილი ბაქო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1976 წელს აზერბაიჯანის სსრ-ს დედაქალაქ ბაქოში.

2004 წელს დაამთავრა ბაქოს მუსიკალური აკადემია. სწავლის პერიოდში მუშაობდა შოვქეთ მამედოვის სტუდიასა და სახელმწიფო გუნდურ კაპელაში სოლისტად. 2004–2015 წლებში მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში წამყვანი სოლისტი იყო. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე რიგ კლასიკურ ოპერებში თამაშობდა, სადაც განუმეორებელი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ესენია: რიგოლეტო (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“), ამონასრო (ჯ. ვერდის „აიდა“), ჟერმონი („ჯ. ვერდის „ტრავიატა“), გრაფ დე ლუნა (ჯ. ვერიდის „ტრუბადური“), სკაპია და ანჯელოტი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), მარსელი (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“), შარპლესი (ჯ. პუჩინის „ მადამ ბატერფლეი“), ამინი ( ფრანგიზ ალიზადეს „ლოდინი“).

არის აზერბაიჯანში გამართული რუსული სიმღერის რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული (2005), ბიულ-ბიულის სახელობის ვოკალისტთა მე-3 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (2005). 2006 წელს წარმატებით გამოვიდა კონცერტებზე მოსკოვსა და იაროსლავლში, რომელიც მუსიკოსთა საერთაშორისო კავშირის მიერ იყო ორგანიზებული, რისთვისაც ირინა არხიპოვის ფონდის მედლით დაჯილდოვდა. არაერთხელ იმყოფებოდა გასტროლებზე რუსეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებში.

2015 წლიდან გერმანიაში მანჰაიმის ნაციონალური თეატრის სოლისტია.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავაზ_აბდულაევი“-დან