ადრეული თხელკანა
ადრეული თხელკანა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ჯიშის სახელწოდება ყურძნის სიმწიფის პერიოდს გამოხატავს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, მთლიანი, ზოგჯერ ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ან განიერ კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მომრგვალო-ოვალური, თეთრი. რბილობი საშუალო წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ადრეული თხელკანა საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 150-165 გრამია. საშუალო მოსავლიანია. ყურძნის სრულის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.0-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-6.8 გ/ლ-ს.
მიიღება მშრალი ღვინო და აგრეთვე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 13