ადოლფი (იულიხისა და ბერგის ჰერცოგი)
ადოლფ VII ფონ იულიხ-ბერგი (გერმ. Adolf VII. von Jülich-Berg; დ. დაახლ. 1370 — გ. 14 ივლისი, 1437, კელნი) — ბერგის ჰერცოგი 1408 წლიდან, იულიხის ჰერცოგი (ადოლფ I-ის სახელით) 1423 წლიდან. 1395—1402 წლებში იყო რავენსბერგის გრაფი. ადოლფი იყო ჰერცოგ ვილჰელმ I ფონ ბერგისა და მისი ცოლის, ანას, პფალცის კურფიურსტ რუპრეხტ II-ისა და გერმანიის მეფის, რუპრეხტ I-ის დის ქალიშვილის შვილი.
ადოლფის მამამ ბავშვობიდანვე ეჭვქვეშ დააყენა მისი მემკვიდრეობის საკითხი და 1395 წელს მხოლოდ მცირე ნაწილი — ვავენსბერგის საგრაფო დაუმტკიცა.
1403 წელს ადოლფი ღია ბრძოლაში ჩაერთო მამის წინააღმდეგ, დაატყვევა და რამდენიმე ხნით დააპატიმრა. ადოლფის წინააღმდეგ გამოვიდნენ მეზობელი მთავრები, რომლებმაც მხარს უჭერდა ბიძამისი — მეფე რუპრეხტი. შედეგად, შვილი დაემორჩილა მამას და 1408 მისგან მემკვიდრეობით მიიღო ბერგის საჰერცოგო.
1414—1416 წლებში ადოლფმა გაილაშქრა თავისი ძმის, კელნი არქიეპისკოპოს ვილჰელმის წინააღმდეგ, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
1401 წელს ადოლფი დაქორწინდა იოლანტა ბარზე. 1415 წელს, იოლანტას ძმას, ჰერცოგ ედუარდ III-ეს გარდაცვალების შემდეგ შვილი არ დარჩა, ადოლფს სურდა, რომ ბარის საჰერცოგო ტახტზე თავისი ვაჟი დაესვა. ის ჩაერთო რენე ანჟუელთან ომში, თუმცა 1422 წელს ტყვედ ჩავარდა. გასათავისუფლებლად დიდი გამოსასყიდი გადაიხადა და იძულებული გახდა უარი ეთქვა ბარის ტახტზე.
იოლანტა ფონ ბარი გარდაიცვალა 1421 წელს და 1430 წელს ადოლფმა ცოლად ელიზაბეტა ბავარიელი, ბავარია-მიუნჰენის ჰერცოგის, ერნსტის ქალიშვილი მოიყვანა. ამ ქორწინებიდან მას შვილები არ შესძენია.
1431 წელს გარდაიცვალა ადოლფის ერთად-ერთი მემკვიდრე — რუპრეხტი.
ადოლფი გარდაიცვალა 1437 წელს და დაკრძალეს ალთენბერგში. იულიხისა და ბერგის ჰერცოგი გახდა მისი ნათესავი — რავენსბერგის გრაფი გერჰარდი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Karl Leopold Strauven. Adolf, Herzog von Jülich. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 1, Duncker & Humblot, Leipzig 1875, S. 96-98.
- Henny Grüneisen. Adolf I.. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 80 (Digitalisat).