ადელაიდა მამედოვა

ადელაიდა მამედოვა (დ. 22 აგვისტო, 1922, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 25 აპრილი, 2015, ბაქო, აზერბაიჯანი) — სსრკ-ს სახალხო არტისტ ბულბულის მემორიალური მუზეუმის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი სტიპენდიატი. ადელაიდა მამედოვა მუზეუმის ორგანიზაციისთვის და აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდისთვის დაჯილდოებულია ორდენით „შოჰრატი“ და „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომით“.

ადელაიდა მამედოვა
დაბადების თარიღი 22 აგვისტო, 1922
გარდაცვალების თარიღი 25 აპრილი, 2015 (93 წლის)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადელაიდა მამედოვა დაიბადა 1922 წლის 22 აგვისტოს ქალაქ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდგომ მან განათლება მიიღო საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კომისარიატთან არსებულ თბილისის იურიდიულ სკოლაში. შემდგომ იგი შეუდგა შრომით მოღვაწეობას.

1977 წელს ადელაიდა მამედოვა დაინიშნა სსრკ-ს სახალხო არტისტ ბულბულის მემორიალური მუზეუმის დირექტორად. თავისი მოღვაწეობის შედეგად მუზეუმი რესპუბლიკაში გავიდა პირველ ადგილზე. აქ მოგროვებულია და ფონდებში დაცულია 6 ათას დოკუმენტზე მეტი, რომლებიც ასახავენ აზერბაიჯანელი მომღერლის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

დირექტორობის დროს ადელაიდა მამედოვა იმავდროულად იკვლევდა ბულბულის მემკვიდრეობას. იგი არის შვიდი წიგნისა და ბულბულის მოღვაწეობის შესახებ უამრავი სტატიის ავტორი.[1]

ადელაიდას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქალაქ შუშაში ბულბულის მუზეუმის შექმნაში.[2]

ადელაიდა მამედოვა გარდაიცვალა 93 წლის ასაკში 2015 წლის 25 აპრილს.[3]

  1. Мамедова Аделаида Рза кызы. Маэстро Бюльбюль. Баку. Нагыл Еви 2009. 247
  2. [1]
  3. Скончалась Аделаида Мамедова - мать Полада Бюльбюль оглу