ადაჯიო (ბალეტში)
ადაჯიო, უფრო სწორია ადაჯო (იტალ. adagio — ნელა, დინჯად) — მუსიკალური ტერმინი ბალეტში.
- ცეკვის ნელი ნაწილი; შედგება ნარნარ მოძრაობათა კომბინაციებისაგან და სრულდება მღერადი, ლირიკული ხასიათის მუსიკის თანხლებით; ზოგჯერ ადაჯიო დამოუკიდებელი საცეკვაო ეპიზოდია (პა-დე-დე, პა-დე-ტრუა, პა-დ'აქსიონი, გრან პა).
- კლასიკური ცეკვის გაკვეთილი, შეიცავს ნელ სავარჯიშოებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 1, გვ. 86, თბ., 1975