ადამის შექმნა
(გადამისამართდა გვერდიდან ადამის შექმნა (ფრესკა))
„ადამის შექმნა“ (იტალ. La creazione di Adamo) — მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1511 წელს, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან — ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:
ადამის შექმნა
| |
La creazione di Adamo | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
ხატწერის ტიპი | ფრესკა |
ხატის ზომა | 280 × 570 სმ |
შენახვის ადგილი | სიქსტეს კაპელა |
და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.[1]
„ადამის შექმნა“ სიქსტეს კაპელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერწერული კომპოზიციაა. ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარაუდოდ, მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა.