ადამიანის უფლებები თურქმენეთში
ადამიანის უფლებები თურქმენეთში — მწვავე კრიტიკის საგანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და მეცნიერების მხრიდან. [1] [2] პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა სტანდარტები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში.
2006 წლის დეკემბრიდან, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მთავრობის მმართველობით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნებოდა. [3] [4]
ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაცია
რედაქტირებათურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ 2003 წელს რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ათასობით ეთნიკური რუსი აიძულა დაეტოვებინა თურქმენეთი, რადგან მათ დაკარგეს ქონება. [5] გავრცელებული ინფორმაციით, ბევრ მათგანს, ეშინოდა იმ სახელმწიფოს ხაფანგში მოხვედრა, რომელიც ფართო კრიტიკით გამოირჩეოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. პარალელურად, ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა უცხოეთში მოგზაურობისთვის. [6]
აკრძალულია ბელუჯების ეთნიკური უმცირესობის ადათ-წესებისა და ენის სწავლება. იგივე ეხება უზბეკებს, რომელთა ენა ზოგიერთ ეროვნულ სკოლაში ისწავლებოდა. [7]
რელიგიის თავისუფლება
რედაქტირებარელიგიის თავისუფლება გარანტირებულია თურქმენეთის კონსტიტუციის მე-11 მუხლით. ამასთან, ადამიანის სხვა უფლებების მსგავსად, პრაქტიკაში ის არ ხორციელდება. ყოფილი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის სულიერი მწერლობის წიგნი, რუნჰამა, დაწესებულია ყველა რელიგიური თემისთვის. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება სასტიკად თრგუნავს ყველა რელიგიურ ჯგუფს და საკანონმდებლო ბაზა იმდენად მკაცრია, რომ ბევრს ურჩევნია არსებობდეს იატაკქვეშ და არა ყველა ოფიციალური ბარიერის გავლით. [8] იეჰოვას მოწმეები პატიმრობაში იმყოფებოდნენ და მათ სცემდნენ სინდისის არქონის გამო. [9] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აღნიშნა, რომ თურქმენეთში იეჰოვას მოწმე გაასამართლეს და დააპატიმრეს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი იყო რელიგიის აღსრულების უფლება. [10] [11] [12] [13]
გამოხატვის თავისუფლება
რედაქტირებათურქმენეთში მასმედიას სრულად აკონტროლებს სახელმწიფო. 2010 წლის ივლისში პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში კერძო გაზეთების დაშვებას, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებდნენ წარმატებულ ბიზნეს-ისტორიებზე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა ავიწროვებდა ჟურნალისტებს. ზოგიერთ მათგანს ციხეში აპატიმრებდნენ და უშვებდნენ პასუხისგებაში ცრუ ბრალდებებით და უსამართლო სასამართლო პროცესებით. ჟურნალისტებს ხშირად ემუქრებიან სიკვდილით. [14]
ინტერნეტი
რედაქტირებაინდივიდუალური წვდომა ინტერნეტზე პირველად 2008 წელს მიიღეს და მას შემდეგ წვდომა გაიზარდა.
თურქმენეთი ყველაზე რეპრესიულ და დახურულ საზოგადოებათა რიცხვშია მსოფლიოში. ინტერნეტი მკაცრად რეგულირდება და ხელმისაწვდომია მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის. ცენზურა საყოველთაო და ფართოა. მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია, ხოლო რამდენიმე მოქალაქეს, ვისაც ინტერნეტით სარგებლობა აქვს, სახელმწიფო უწყებები აკვირდებიან. თვითცენზურა საერთოა. [15]
პოლიტიკური თავისუფლება
რედაქტირებახელისუფლების ნებისმიერი წინააღმდეგობა ღალატად ითვლება და ისჯება თავისუფლების უვადო აღკვეთით. თურქმენეთს ჰყავს მრავალი პოლიტპატიმარი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ბატირ ბერდიშოვი, შაზგელდი გიუნდოგდიევი და ბორის სიჰმირადოვი. გავრცელდა ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ამის დადასტურება შეუძლებელია და უმეტესობის ადგილსამყოფელი უცნობია.
პოლიციის სისასტიკე
რედაქტირებათურქმენეთში გავრცელებულია თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობა, ისევე როგორც წამება აღიარების მოსაპოვებლად. 2004 წელს მესაზღვრეებმა დახვრიტეს და მოკლეს ექვსი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ კვეთდნენ საზღვარს ირანიდან. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პატიმრები კვდებოდნენ საკვებისა და სამედიცინო დახმარების აკრძალვის შემდეგ. ჟურნალისტი და უფლებადამცველი ოგულსაპარ მირადოვა, 2006 წლის სექტემბერში, ციხეში სასტიკის მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების პრაქტიკის შესახებ 2018 წლის მოხსენებებში, თურქმენეთი დაგმო „სავარაუდო წამების“, თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავების, უნებლიე პატიმრობის, პოლიტპატიმრების, მძიმე კორუფციის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არარსებობისა და თავისუფლების შეზღუდვის გამო, რელიგიის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შელახვის გამო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- “Chronicles of Turkmenistan” დაარქივებული 2015-10-31 საიტზე Wayback Machine. - Turkmen Initiative for Human Rights
- Turkmenistan: Spotlight, Highlights, At a Glance, Latest - International Freedom of Expression Exchange (IFEX)
- Turkmenistan - Reporters Without Borders (RWB)
- Internet Enemies 2012: Turkmenistan დაარქივებული 13-03-2016 საიტზე Wayback Machine. - Reporters Without Borders (RWB)
- Turkmenistan Project - EurasiaNet
- Turkmenistan 2012 Human Rights Report - Bureau of Democracy, Human Rights, and Labor, U.S. Department of State
- Turkmenistan Religious Freedom Survey, March 2012 - Forum 18 News Service
- Turkmenistan: Beard Ban Angers Students[მკვდარი ბმული], 21 February 2005
- Review of Turkmenistan, 9 December 2008 - United Nations Human Rights Council's Universal Periodic Review
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Turkmenistan. (2012-01-13) Turkmenistan | Country report | Freedom in the World | 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-23. ციტირების თარიღი: 2016-02-14.
- ↑ 2008 Human Rights Report: Turkmenistan. ციტირების თარიღი: 2016-02-14.
- ↑ Turkmenistan -Amnesty International Report 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-09. ციტირების თარიღი: 2010-07-23.
- ↑ The EU should obtain significant improvements in the field of the human Rights (2007-11-05). ციტირების თარიღი: 2010-07-23.
- ↑ IRIN Asia | TURKMENISTAN: Focus on ethnic minorities | Turkmenistan | Human Rights (2005-08-18). ციტირების თარიღი: 2016-02-14.
- ↑ Asia-Pacific | Russians 'flee' Turkmenistan (2003-06-20). ციტირების თარიღი: 2016-02-14.
- ↑ Alternative report on the Human Rights situation in Turkmenistan for the Universal Periodic Review. FIDH. ციტირების თარიღი: 2010-07-23.
- ↑ Forum 18 Analyses: Turkmenistan. Forum18.org. ციტირების თარიღი: 2016-02-14.
- ↑ "Mother of Four-Year-Old Receives Unjust Prison Sentence in Turkmenistan", Jehovah’s Witnesses, 27 August 2014. Retrieved 3 September 2014.
- ↑ Consideration of reports submitted by States parties under article 40 of the Covenant -Concluding observations of the Human Rights Committee - Turkmenistan. United Nations Human Rights Office of the high Commissioner - International Covenant on Civil and Political Rights. ციტირების თარიღი: 12 March 2016.
- ↑ One Year of Unjust Imprisonment in Turkmenistan. jw.org.
- ↑ TURKMENISTAN: Torture and jail for one 4 year and 14 short-term prisoners of conscience. Felix Corley. ციტირების თარიღი: 2016-03-12.
- ↑ Turkmenistan 2015/2016: Freedom of religion. ციტირების თარიღი: 2016-03-15.
- ↑ Turkmenistan: Death Threats Against Journalist (2017-08-08).
- ↑ Turkmenistan | OpenNet Initiative. ციტირების თარიღი: 2016-02-14