ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია
ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია ან სან ხოსეს პაქტი — რეგიონული კონვენცია ადამიანის უფლებების (ძირითადად სამოქალაქო და პოლიტიკური) დაცვის შესახებ. მიღებულ იქნა 1969 წელს. ძალაში შევიდა 1978 წელს.
ორგანიზაციის მონაწილეები შეიძლება იყვნენ ამერიკის სახემწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნები.
კონვენცია შედგება 3 ნაწილისგან — „სახელმწიფო ვალდებულებები და დაცული უფლებები“, „სამართლებრივი დაცვის საშუალებები“ და „ზოგადი და გარდამავალი დებულებები“ — რომლებიც იყოფა 11 თავად.
1988 წელს მიღებულ იქნა სან-სალვადორის ოქმი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების სფეროში ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს. 2010 წლის დასაწყისში მასში 14 ქვეყანა მონაწილეობს.
კონვენციის დარღვევის შესახებ ბრალდებები შეიძლება წარმოადგინონ კერძო პირებმა ან მოპასუხის კონკრეტული თანხმობით, კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყანამ. ფიზიკური პირებისგან განცხადებები ჯერ წარედგინება ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულ კომისიას, რომელიც წყვეტს, წარედგინება თუ არა ისინი კონვენციით შექმნილ ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ სასამართლოს, თუ მოპასუხე სახელმწიფო მიიღებს სასამართლოს იურისდიქციას.
კონვენცია რატიფიცირებულია 24 ქვეყნის მიერ, რომლებიც არიან ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრები.