„აბჰიდჰამა-პიტაკა“ (პალურ ენაზე; სანსკრ. აბჰიდჰარმა-პიტაკა; სიტყვასიტყვით: „შემდგომი სწავლების კალათა“) — თერავადას სკოლის ბუდიზმის მესამე და ქრონოლოგიურად უკანასკნელი რელიგიური ტექსტების კრებული („კალათა“). პირველ ორ კრებულთან — „სუტა-პიტაკასა“ და „ვინაია-პიტაკასთან“ ერთად შეადგენს ე.წ. პალურ კანონს („ტრიპიტაკა“). წინამორბედი ტექსტებისგან განსხვავებით „აბჰიდჰამა-პიტაკა“ მიეწერება არა თვით ბუდას, არამედ მის შემდგომდროინდელ მიმდევრებსა და ბუდისტ სწავლულებს. უადრესი ტექსტები ახ. წ. III საუკუნეში უნდა იყოს შექმნილი. შინაარსობრივად შეეხება ეთიკის, ფსიქოლოგიისა და ეპისტემოლოგიის საკითხებს.

ლიტერატურა

რედაქტირება