აბუ უბაიდი
აბუ უბაიდი, აბუ უბაიდ ალ-კასიმ იბნ სალამი (არაბ. أبو عبيد القاسم بن سلام; დ. 774 — გ. 838, მექა) — არაბულენოვანი ფილოლოგი, ყურანის მცოდნე და იურისტი. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის, ადრინდელ შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იურიდიული ტრაქტატი — „წიგნი ქონების შესახებ“. ეს არის ყველაზე ძველი თხზულება, რომელიც შეიცავს არაბი მხედართმთავრის ჰაბიბ იბნ მასლამას VII საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში თბილისის მოსახლეობის სახელზე გაცემულ დაცვის სიგელს და თბილისელებისათვის განკუთვნილ წერილის არაბულ ტექსტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- „არაბ და სპარსელ მწერალთა გეოგრაფიული და ისტორიული ცნობანი საქართველოს შესახებ“, თარგმანი ივ. მაჭავარიანის, «მოამბე», 1897, №12 და 1898, №1-2