ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბუ როაშიმემფისის ნეკროპოლისის ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც ფარაონმა ჯედეფრემ თავისი პირამიდა ააგო. ჯედეფრამ დაარღვია IV დინასტიის ფარაონების ტრადიცია, რომლებიც თავიანთ პირამიდებს გიზეს პლატოზე აგებდნენ. აბუ-როაშის პირამიდა ეგვიპტის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პირამიდაა. შიდა კონსტრუქციით იგი არა თავის თანადროულ პირამიდებს, არამედ ჯოსერის პირამიდას ჰგავს. დაშორებული მდებარეობის გამო, პირამიდა საუკუნეების მანძილზე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სამშენობლო ქვის წყაროს წარმოადგენდა. ამის გამო იგი იმდენად გაიძარცვა, რომ დაუსრულებელი ეგონათ, თუმცა არქეოლოგიურმა გათხრებმა საპირისპირო აჩვენა. 2001 წელს მ. ბოდმა (საფრანგეთის აღმოსავლური არქეოლოგიის ინსტიტუტი; ფრანგ. Institut français d'archéologie orientale) პირამიდის სიახლოვეს ჯედეფერას ერთ-ერთი შვილის ― ხორნიტის სამარხი აღმოაჩინა. პირამიდის ირგვლივ გათხრები დღესაც მიმდინარეობს. აბუ როაშის სახელწოდება მომდინარეობს ახლო მდებარე არაბული სოფლის დასახელებიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხვედელიძე მ., ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია, თბ.: ქარჩხაძის გამომცემლობა, 2013. — გვ. 12-13, ISBN 978-9941-452-00-0.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბუ_როაში“-დან