აბრევის თედოწმინდის ეკლესია

აბრევის თედოწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ აბრევში. აგებულია შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. მარკანტულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი და საფეხურებიანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. კონქის მხოლოდ აღმოსავლეთის მცირე ნაწილია შემორჩენილი. აბსიდის სამხრეთი მხარის, ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის დიდი ნაწილია ჩამონგრეული. საკურთხევლის წინ გვიანდელი კანკელის ფრაგმენტებია შემორჩენილი. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. სამხრეთი შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნით კი თაღოვანი. ეკლესიის კამარა ჩამოქცეულია, კედლები გარღვეულია, ხოლო ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 8