აბრევის ეკლესიის ნანგრევები
აბრევის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ აბრევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფლის სასაფლაოსთან მდებარე დარბაზული ეკლესია რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები. ეკლესიის კედლებიდან შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. ყველაზე მაღალი დასავლეთის კედელია. აბსიდა თითქმის მიწის დონეზეა დასული. სამხრეთის შესასვლელის მხოლოდ მარცხენა წირთხლია. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 9