აბრევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ აბრევში, „საკორინთლოს“ მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე დარბაზული ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები. ის გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ეკლესიის ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. სამხრეთის შესასვლელი არქიტრავულია. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს თანადროული მინაშენი, რომელსაც გადახურვა კამაროვანი ჰქონდა. ამჟამად კამარა მრავალ ადგილას ჩამონგრეულია. ჩრდილოეთ კედელზე გადასულია კედლის თაღი, რომელიც კუთხის პილასტრებს ებჯინება. საბურავი ჩამოცვენილია, კედლები ბევრ ადგილას გამონგრეულია, დაზიანებულია მინაშენიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 8