სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაზმიშვილი.

აბრამ ივანეს ძე მაზმიშვილი (დ. 6 (18) ოქტომბერი1898, თბილისი — გ. 5 ოქტომბერი, 1978, მოსკოვი) — ქართველი გეოდეზისტი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958). პროფესორი (1950).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა მოსკოვის სამიჯნო ინსტიტუტი. 1932 წლიდან იყო სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების, მათ შორის მოსკოვის გეოდეზიური ინსტიტუტის (1936 წლიდან მოსკოვის გეოდეზიური აეროფოტოაგეგმვისა და კარტოგრაფიის ინჟინერთა ინსტიტუტი) დირექტორი და გეოდეზიის კათედრის გამგე. 1952 წლიდან კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში.

მაზმიშვილის სამეცნიერო ნაშრომებიდან აღსანიშნავია ფუნდამენტური გამოკვლევა უმცირეს კვადრატთა მეთოდის შესახებ (1-ელი გამოცემა მოსკოვი, 1968).

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება