აბიდოსი (ჰელესპონტი)
40°11′43″ ჩ. გ. 26°24′18″ ა. გ. / 40.19528° ჩ. გ. 26.40500° ა. გ.კოორდინატები: 40°11′43″ ჩ. გ. 26°24′18″ ა. გ. / 40.19528° ჩ. გ. 26.40500° ა. გ.
აბიდოსი (ძვ. ბერძნ. Ἄβυδος, ლათ. Abydus) — ანტიკური ქალაქი ანატოლიაში, დარდანელის სრუტის (ძველი ჰელესპონტი) აღმოსავლეთ სანაპიროზე, თურქეთის თანამედროვე ქალაქ ჩანაქკალეს ჩრდილო-აღმოსავლეთით.
თავდაპირველად სავარაუდოდ თრაკიელთა დასახლებას წარმოადგენდა. დაახლოებით ძვ. წ. 670 წელს აქ მილეტელი ბერძნები დასახლდნენ. ძვ. წ. 480 წელს აბიდოსის მიდამოებში ნავებისგან აგებული ხიდით გადალახა ჰელესპონტი სპარსელთა მეფე ქსერქსე I-მ, რომელიც საბერძნეთის დასაპყრობად მიემართებოდა. ქალაქი ასევე ცნობილია მედგარი წინააღმდეგობით, რომელიც აბიდოსელებმა მეორე მაკედონური ომის დროს, ძვ. წ. 200 წელს გაუწიეს მაკედონელთა მეფე ფილიპე V-ს. ძველბერძნულ მითოლოგიაში აბიდოსში ვითარდება ჰეროსა და ლეანდრეს ამბავი. ბიზანტიის ეპოქაში აბიდოსი საბაჟო პუნქტი იყო ჰელესპონტზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბიდოსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)