აბიდე სულთანი

აჰმედ I-ის ქალიშვილი

აბიდე სულთანი (თურქ. Abide Sultan; დ. 1618 — გ. 1648) — ოსმალეთიის იმპერიის სულთნის აჰმედ I-ისა და მისი ხარჭის ფატმა ხათუნის ქალიშვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

აბიდე სულთანი დაიბადა 1618 წელს სტამბოლში, მამამისის სულთან აჰმედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. დედამისი ფატმა ხათუნი იყო, რომელმაც სულთანს ორი შეჰზადე: ჯიჰანგირი და ჰასანი გაუჩინა. ისინი აბიდეს დაბადებამდე გარდაიცვალნენ. 1642 წელს აბიდე მიათხოვეს მუსა-ფაშას, რომელიც 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შემდეგ აბიდე აღარ გათხოვილა. აბიდე სულთანი გარდაიცვალა 1648 წელს, სტამბოლში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Mehmet Süreyya Bey; Aktan, Ali; Yuvalı, Abdülkadir; Keskin, Mustafa. Tezkire-i meşâhir-i Osmaniyye. — Sebil Yayınevi, 1995. — 479 p.