აბიბოს დიაკონი
აბიბოს დიაკონი – წმინდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 19 სექტემბერი ძვ. სტ. (6 სექტემბერი).
აბიბოს დიაკონი | |
---|---|
გარდაიცვალა | დაახლ. 250 |
ხსენების დღე | ახ. სტილით - 19 სექტემბერი ძვ. სტ. (6 სექტემბერი) |
მოწამეები: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ არ უარყვეს ქრისტიანობა მმართველ ვალერიუსის წინაშე, რისთვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.