აბე (საბერძნეთი)
აბე, აბაი (ძვ. ბერძნ. Ἄβαι) — ფოკიდის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი; საზღვართან მშვენიერ მთიან სანახებში ზურმუხტივით ჩასმული, განთქმული აპოლონის ტაძრით, რასაც გადმოცემით მტერიც კი გვერდს უვლიდა. ქსერქსეს ურდომ კალიასავით გადაუარა, ტაძარი გაძარცვა, მაგრამ ძეგლი მაინც გადარჩა.
სქოლიო
რედაქტირება- ჰეროდოტე 8, 27