აბა, დამაცადე! (გამოშვება 1)

აბა, დამაცადე!“ — პირველი ანიმაციური ფილმი ამავე სახელწოდების სერიიდან. ამ გამოშვების მოქმედება მიმდინარეობს ქალაქსა და სანაპიროზე. ფილმის პრემიერა გაიმართა 1969 წლის 1 იანვარს.

„აბა, დამაცადე! (გამოშვება 1)“

კადრი გამოშვებიდან.
რეჟისორი ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი
სცენარის ავტორი ფელიქს კამოვი
ალექსანდრე კურლიანდსკი
არკადი ხაიტი
ოპერატორი ელენა პეტროვა
სტუდია სოიუზმულტფილმი
პრემიერა 1 იანვარი 1969
ხანგრძლივობა 9 წთ.

მგელი ქუჩაში ხულიგნობს. შეამჩნევს რა აივანზე კურდღელს, რომელიც ყვავილებს რწყავს, წარმოიდგენს მას შემწვარი სახით და ცდილობს, დაიჭიროს. იგი მიძვრება შენობაზე, მაგრამ კურდღელი გადაჭრის თოკს, რომელზეც მგელი მიცოცავს. მგელი ეცემა მილიციონების მოტოციკლზე და ყვირის ფრაზას „აბა, დამაცადე!“.

სანაპიროზე მგელი კვლავ ცდილობს კურდღლის დაჭერას, მაგრამ სხვადასხვა სასაცილო სიტუაციაში მოხვდება: იძირება, კატერით გზაზე მოძრაობს, ეცემა ზღარბებზე, ხოლო კურდღელი ამ დროს მშვიდად ირუჯება მზეზე. საბოლოოდ, მგელი აღმოჩნდება მიბმული წყლის თხილამურებისთვის განკუთვნილ კატერზე და იძულებულია, მასთან ერთად გაიქცეს და კვლავ იყვიროს „აბა, დამაცადე!“.

  • „Песня о друге“ („სიმღერა მეგობარზე“, ვლადიმერ ვისოცკი) – მგელი მიძვრება თოკზე.
  • „Vízisí“ (მუსიკა — ტამაშ დეაკი, ასრულებს უნგრული ანსამბლი Harmónia; უნგრეთის რადიოს საცეკვაო ორკესტრი) – შესავალი და ტიტრები
  • „Последняя электричка“ (მუსიკა — დავიდ ტუხმანოვი, ტექსტი — მიხეილ ნოჟკინი, ასრულებს ვლადიმერ მაკაროვი) – მგელი სანაპიროზე გადის.
  • „Весенний вальс“ („გაზაფხულის ვალსი“, ასრულებს ბორისა ტიხონოვა) – კურდღელი მოძრაობს წყლის თხილამურებით.
  • „В поход“ (ბორის ტიხონოვის ანსამბლი) – ნახტომები ტრამპლინიდან

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება